წითელი ვარდები

წითელი ვარდები

14.05.2021

წითელი ვარდები

წითელი გავლენიანი, ძლევამოსილი ადამიანების ფერია. ის არის სიმბოლო აქტიურობის, ბრძოლისუნარიანობის, მარადიულობის, გამბედაობის, ემოციურობის

ლიდერობის, მაქსიმალიზმის, დემონსტრატიულობის, ძალის, სიჯიუტის, სიყვარულის, სიხისტის. ზოგან ის სიბრაზესთან ასოცირდება.

ჩვენი კვლევის თანახმად, წითელი მოსწონს 50-დან 70  წლამდე ადამიანების 35%-ს.

35-დან 50 წლამდე - 25 % და

25-დან 35 წლამდე - 20%.

თუ სქესის მიხედვით შევადარებთ,

პროცენტულად წითელი ფერი ქალებში უფროა პოპულარული, ვიდრე მამაკაცებში.

ვარდიც წითელი ფერის უფრო ფასობს... 

ხშირად მიფიქრია, რატომ ხვდა ვარდს ყვავილების დედოფლის ტიტული, მხოლოდ სილამაზის გამო?! არა, რა თქმა უნდა! ის ძვირფასია, როგორც სამკურნალო მცენარე. მას ოდითგანვე იყენებდნენ მედიცინაში. ვარდი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს და ვიტამინებს შეიცავს. ვარდით მკურნალობენ არაერთ დაავადებას -  შაკიკს, თავბრუსხვევას (ვარდის ზეთით), ვარდის ფოთლებს იყენებენ ინჰალაციისთვის, ვარდის სურნელი აუმჯობესებს ძილს, ვარდის ფურცლების ნახარშს იყენებენ სავლებ საშუალებად - აჯანსაღებს ღრძილებს, აუმჯობესებს მხედველობას... მოკლედ, ვარდი კეთილშობილი მკურნალია.

და დღეს, მე მქონდა ბედნიერება მევლო წითელი ვარდების ბაღში, გადამეღო და მოვფერებოდი მათ.

ნანა ჯანაშია

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge