ითვლება, რომ ბუნება ხალით აღნიშნავს იმ ქალებს, რომლებიც უნდა იყვნენ ბედნიერები. ზოგიერთი მათგანისათვის ხალი, საერთოდ იქცა მათ საფირმო ნიშნად, მაგალითად სინდი კროუფორდისთვის. მედიცინა დღემდე იკვლევს ხალების გაჩენის მიზეზებს, ყველაზე მეტად, წითელი ხალები აინტერესებთ, რომელთა გაჩენის მიზეზი უცნობია. ამბობენ, რომ ის სისხლძარღვოვანი წარმოშობის კეთილთვისებიან სიმსივნეს ანუ ანგიომას წარმოადგენს . გავრცელებული აზრის მიხედვით, ასეთი ხალი ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ, არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ წითელი ხალების გაჩენის პროვოცერება შეიძლება მოახდინოს კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის (ღვიძლისა და პანკრეასის) დაავადებებმა.
წყარო:ინტერნეტი