ნანა ჯანაშია /Nana Janashia
19 წლის წინ პატარა ნინიკოს მოუნდა ქარგვა...
სახლის ფანჯარა, რომელსაც ჩემი გოგონა მაშინ სტუმრობდა, ბაგრატის ტაძარს გაჰყურებდა.
ტაძარი მაშინ პირვანდელი იყო...
ნინიკომ ამოქარგა თავისი სახელი და ბავშვებით სავსე ეზოსკენ გაუწია გულმა.
მთავარია რომ სცადა, გავიფიქრე მე და მისი ეს მცდელობა შევინახე.
ცდა უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ცხოვრებაში.
"ცდა არს რაჲ არა იცოდეს და მის სწავლას ეცადოს ანუ რაი არა აქვნდეს შოება, მოიჭირვოს და ეგევითარნი."
ცდა ბედის მონახევრეა! (Trying is the half of the fate...) P.S. ჩემი თარგმანია და ნუ დაეყრდნობით...(ნ.ჯ.))
დღეს ეს ნაქარგი საოჯახო რარიტეტია.
ნინოობას ვულოცავ ნინიკოს, ყველა ნინოს და იმათ, ვინც კარგი საქმის კეთება სცადა...