ილაპარაკე, რომ გაგიცნო!

ილაპარაკე, რომ გაგიცნო!

02.06.2021

მჭერმეტყველების ოსტატი ისაა,ვინც ყველაფერს ამბობს, რაც საჭიროა და სხვას არაფერს.  ლაროშფუკო

მე არა მარტო ჩემს გონებას ვიყენებ, არამედ ნასესხებსაც. ვუდრო ვილსონი

ეს იყო მთელს დედამიწას მოდებული ლომგული ერი. მე კი მერგო პატივი მისი სახელით მეგრგვინა. თანაც, ვიმედოვნებ, რომ ხანდახან ამ ლომს სწორ რჩევასაც ვაძლევდი, თუ სად გამოეყენებითა თავისი ბრჭყალი. უინსტონ ჩერჩილი

ყოველთვის მინდა შევიტყო ყველაფერი ჩემი ახალი მეგობრების შესახებ და არაფერი ძველი მეგობრების შესახებ. ოსკარ უაილდი

ილაპარაკე რომ გაგიცნო. სოკრატე

სადაც ამდენი მზეა, შეუძლებელია ყველაფერი უაზრო იყოს.  ალბერ კამიუ

ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა. სტენდალი

მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო -ეს მოვალეობაა. ჰიუგო

ენა, მართალია პატარა ნაწილია, მაგრამ დიდ საქმეებს იქმნს. ერთი კეთილი სიტყვა და მკაცრი ყინული გალღვება და პირიქით – ერთი ცუდი სიტყვა და სიცხეში კანკალს დაგაწყებინებს. წმ. მაკარე დიდი

ადამიანთა ურავლესობა ცუდია. პრუნერი

თუკი თავს გამოვუტყდებით, რომ უფალმა ბედნიერებისათვის გაგვაჩინა, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, ყველაფერი, რასაც ნაღველისა და დამცირებისაკენ მივყავართ – ჩვენი ბრალია.  პაულო კოელიო

ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა:”ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო,მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან,არამედ ტიტანები,რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშინ აიღონ. ალექსანდრე დიუმა

უქმად ყოფნა ყველა ბოროტების ძირია. სუვოროვი

„რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში.“შექსპირი

თუ მსახურობ თვით სამსახურისთვის იმ კმაყოფილების გრძნობისათვის, რომელსაც მოგანიჭებს საქმის სიმართლის შეგნება, მაშინ ფული თავისთავად მოგჭარბდება. ჰენრი ფორდი

ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც. ჰიუგო

პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეს ხედავს და ოპტიმისტი – შესაძლებლობას ყოველ სიძნელეში. უინსტონ ჩერჩილი

იყავ პირველი,როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი,როცა უნდა ილაპარაკო. მორალი

თავისუფლება მთის ჰაერივითაა, სუსტები ვერ უძლებენ მთის ჰაერს. აკუტაგავა

ვინც ყიდულობს იმას,რაც არ სჭირდება, მალე გაყიდის იმას, რაც სჭირდება. ფრანკლინი

მარცხი ახალი შესაძლებლობაა რომ თავიდან დაიწყო და უფრო ჭკვიანურად. ჰენრი ფორდი

იყავით მკაცრი საკუთარი თავის მიმართ და ლმობიერი სხვათა მიმართ. მაშინ მტრები არ გეყოლებათ. ჩინური სიბრძნე

თუ კამათში ავტორიტეტს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას ავლენ და არა გონებას. ლეონარდო დავინჩი

დიპლომატი არის ის, ვინც ორჯერ იფიქრებს, სანამ არაფერს იტყოდეს. უინსტონ ჩერჩილი

განათლება ქმნის განსხვავებას ადამიანთა შორის. ჯონ ლოკი

წყარო: წიგნები.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge