ვერტიგო

ვერტიგო

09.06.2021

ვერტიკოს იწვევს წარსულში და აწმყოში მიყენებული ფსიქოლოგიური ტრამვები.

ვერტიგო უფრო სიმპტომია, ვიდრე თავად დაავადება. ამ დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ მის გარშემო ყველაფერი მოძრაობს ან ბრუნავს.

ეს შეგრძნება შეიძლება იყოს სუსტი და ძლივს შესამჩნევი, ან შესაძლოა იყოს იმდენად მძიმე, რომ გაგიჭირდეთ ბალანსის შენარჩუნება და ყოველდღიური აქტივობების შესრულება.

ვერტიგოს შეტევა მოულოდნელად ვითარდება ხოლმე და გრძელდება რამდენიმე წამის, ან ზოგჯერ უფრო მეტი დროის განმავლობაში. მძიმე ვერტიგოს შემთხვევაში კი, სიმპტომები შეიძლება გახდეს მუდმივი და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს, ეს კი გაართულებს ცხოვრებას.

ვერტიგოსთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:

წონასწორობის დაკარგვა, რაც გაართულებს დგომას ან სიარულს

გულისრევა ან პირღებინება

თავბრუსხვევა.

სამედიცინო დახმარების მიღება

აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ ექიმთან იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ვერტიგოს განმეორებადი ან მუდმივი ნიშნები.

ექიმი გკითხავთ სიმპტომების შესახებ, ასევე ჩაატარებს მარტივ გასინჯვით პროცედურებს და დაადგენს გაქვთ თუ არა ვერტიგო. მათ ასევე შეიძლება გადაგამისამართონ სხვა ტესტების ჩასატარებლად.

რა იწვევს ვერტიგოს?

ვერტიგოს ხშირად იწვევს შიდა ყურში მდებარე დამაბალანსებელი მექანიზმების პრობლემა. თუმცა, ის ასევე შეიძლება თავის ტვინის უბნების პრობლემის გამოც იყოს გამოწვეული.

ვერტიგოს გამომწვევი მიზეზები შეიძლება მოიცავდეს:

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგოს (BPPV) - როდესაც ვერტიგოს თავის კონკრეტული მოძრაობა იწვევს

ლაბირინთიტი - შუა ყურის ინფექცია

შაკიკს- მძიმე თავის ტკივილები

ვესტიბულური ნევრიტი - ვესტიბულური ნერვის ანთება. ეს ნერვი შედის შიდა ყურში და ტვინში აგზავნის წონასწორობისთვის დამხმარე სიგნალებს.

ვერტიგოს გამომწვევი დაავადების მიხედვით, შესაძლოა გქონდეთ დამატებითი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, წუილი ყურებში და სმენის დაკარგვა.

როგორ მკურნალობენ ვერტიგოს?

ვერტიგოს ზოგიერთი შემთხვევა დროის განმავლობაში თავისით გაივლის მკურნალობის გარეშე, როგორიცაა ყურის ვირუსული ინფექციისგან გამოწვეული ვერტიგო (მაგალითად, ვესტიბულარული ნევრიტი). თუმცა, ზოგიერთ ადამიანს აქვს განმეორებადი ეპიზოდები თვეების, ან წლების განმავლობაშიც კი, მაგალითად მენიერის დაავადების შემთხვევაში.

არსებობს სპეციფიკური სამკურნალო საშუალებები ვერტიგოს ზოგიერთი გამომწვევისთვის. კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგოს (BPPV) სამკურნალოდ გამოიყენება თავის მარტივი მოძრაობის სეანსები (ცნობილი, როგორც ეფლეის მანევრი).

არსებობს ასევე მედიკამენტები, მაგალითად პროქლორპერაზინი და ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტი, რომლებმაც შეიძლება მოხსნას ვერტიგოს უმეტესობა შემთხვევები. თუმცა, ისინი ძირითადად ადრეულ სტადიებში გამოიყენება.

ბევრ ადამიანს ვერტიგოს მდგომარეობა შეუმსუბუქდა ვესტიბულარული რეაბილიტაციური ტრენინგით (VRT), რომელსაც გამოცდილი თერაპევტი ატარებს. ეს ეხმარება ტვინს შეეგუოს იმ შემაცბუნებელ სიგნალებს, რომლებიც ვერტიგოს იწვევს, რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს სიმპტომებს.

თვითდახმარების მეთოდები

ვერტიგოს გამომწვევი მიზეზების მიხედვით, სიპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება თვით დახმარების ტექნიკებიც დაგეხმაროთ. ეს მეთოდები შეიძლება გირჩიოთ ექიმმა ან სპეციალისტმა:

მარტივი ვარჯიშების გაკეთება სიმპტომების კორექციისთვის

გამოიჩინოთ სიფრთხილე კიბეებსა და ესკალატორებზე, ან დაბალი განათების მქონე ადგილებში, რომ თავიდან აირიდოთ წაქცევა

ძილის დროს თავი სასურველია მაღლა გედოთ, ერთ ან ორ ბალიშზე

საწოლიდან ადექით ნელა, სასურველია ადგომამდე რამდენიმე წუთით ჩამოჯდეთ

მოერიდეთ ჩაჯდომას და საგნების აწევას

მოერიდეთ კისრის გაჭიმვას - მაგალითად როდესაც ცდილობთ მისწვდეთ მაღალ თაროს

ამოძრავეთ თავი ფრთხილად და ნელა ყოველდღიური აქტივობების დროს, როდესაც თქვენი კისერი დაჭიმულია, და თქვენს თავს ჰორიზონტალური მდგომარეობა უჭირავს, მაგალითად სიბრტყეზე წოლისას.

აკეთეთ ის ვარჯიშები რაც იწვევს ვერტიგოს, რათა მიეჩვიოს ტვინი ამ დროს წამოსულ იმპულსებს და შემცირდეს სიმპტომები (ეს მას შემდეგ გააკეთეთ რაც დარწმუნდებით, რომ არ წაიქცევით, ან თუ საჭირო გახდება დაგეხმარებიან)

სიმაღლის შიში

ტერმინი “ვერტიგო” ხშირად არასწორად გამოიყენება სიმაღლის შიშის აღსაწერად. სიმაღლის შიშის და სიმაღლიდან ქვემოთ ყურებასთან დაკავშირებული თავბრუსხვევის შეგრძნების სამედიცინო ტერმინი არის “აკროფობია”.

წყარო: http://higia.ge/ka/healthDetailed/188/577/577/

"ვერტიგო" სამხრეთ კორეა. 2019 წ.

ფილმი "Vertigo", აშშ. 1958 წ.

"Vertigo" is a 1958 American film noir psychological thriller film directed and produced by Alfred Hitchcock. The story was based on the 1954 novel D'entre les morts (From Among the Dead) by Boileau-Narcejac. The screenplay was written by Alec Coppel and Samuel A. Taylor.

The film stars James Stewart as former police detective John "Scottie" Ferguson. Scottie is forced into early retirement because an incident in the line of duty has caused him to develop acrophobia (an extreme fear of heights) and vertigo (a false sense of rotational movement). Scottie is hired by an acquaintance, Gavin Elster, as a private investigator to follow Gavin's wife Madeleine (Kim Novak), who is behaving strangely.

Vertigo was one of the first 25 films selected by the Library of Congress for preservation in the United States National Film Registry for being "culturally, historically, or aesthetically significant"



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge