მუდროსის დროებითი ზავი

მუდროსის დროებითი ზავი

12.06.2021

მუდროსის დროებითი ზავი (თურქ. Mondros Ateşkes Anlaşması) — სამშვიდობო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და ანტანტის ქვეყნებს შორის, რომელიც 1918 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა კუნძულ ლემნოსის (ლემნოსი (ბერძ. Λήμνος) — კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბერძნეთს.) პორტ მუდროსში, ინგლისური კრეისერის „აგამემნონის“ ბორტზე.

ხელშეკრულება იცავდა სომხეთის ინტერესებს. ყველა სომეხი სამხედრო ტყვე ოსმალეთის იმპერიას უნდა შეეკრიბა სტამბოლში, რათა იგი გადაეცათ მოკავშირეებისათვის.

ხელშეკრულების პუნქტები ასეთი იყო:

დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები იხსნება და მოკავშირეთა გემებს ეძლევათ თავისუფლად მიმოსვლის საშუალება

დაუყოვნებლივ დაიშალოს ოსმალეთის შეიარაღებული ძალები. დაშვებულია მხოლოდ სასაზღვო და შიდა წესრიგისთვის აუცილებელი ძალების არსებობა'

დაუყოვნებლივ გამოიყვანონ ოსმალეთის ჯარები კავკასიიდან და ირანიდან.

ანტანტის წევრი ქვეყნები იღებენ სრულ კონტროლს ოსმალეთის რადიოზე, ტელეგრაფზე, რკინიგზაზე, პორტებზე, სამხედრო გარნიზონებე

აუცილებლობის შემთხვევაში ანტანტის ქვეყნები იტოვებენ ოსმალეთის ამა თუ იმ პროვინციის ოკუპაციის უფლებას

საომარი მოქმედებები შეწყდება 1918 წლის 31 ოქტომბრის 24:00 საათზე ადგილობრივი დროით

არსებული ვალდებულებების გასაკონტროლებლად ოსმალეთის მთელ ტერიტორიაზე დაფუძნდა ანტანტის (ანტანტა ფრანგულად ნიშნავს თანხმობას) წევრი ქვეყნების სამხედრო მისიები (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი). დანიშნული ზედამხედველი ინსპექტორები აღიჭურვნენ ფართო უფლებამოსილებით.

P.S. ინგლისური კრეისერი აგამემნონი, სადაც დაიდო მუდროსის ზავი ატარებდა  ბერძენი მეფისმითოლოგიურ სახელს. აგამემნონი იყო (ძვ. ბერძნ. Ἀγαμέμνων) — მიკენის მეფე, ბერძენთა წინამძღოლი ტროის ომში. ომის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას, უდიდესი გამარჯვებითა და შინდაბრუნების სიხარულით აღფრთოვანებული აგამემნონი, რომელსაც იმდენად ბედნიერად მიაჩნდა თავი, რომ ღმერთებსაც კი შესძახა, გშურდეთ, ღმერთებო, ჩემი ბედნიერებაო, ვერაგულად მოკლეს ცოლმა — კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთემ...

მოამზადა ნ.ჯ. / N.J.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge