სააკაშვილი - პოსტსაბჭოთა დემოკრატიის მესაძირკვლე

სააკაშვილი - პოსტსაბჭოთა დემოკრატიის მესაძირკვლე

31.10.2021

დევიდ სმიტი

საქართველოში საერთაშორისო უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი, საქართველოს უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მრჩეველი

"ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2003 წლის რევოლუციის ლიდერი, კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა დემოკრატია შესაძლებელია, საქართველოს ციხეში სიკვდილთან ახლოს არის. ის 2 ოქტომბრიდან შიმშილობს. გარდა ადამიანური ტრაგედიისა, მისი გარდაცვალება შესაძლოა, გლობალურ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს - საქართველოს ახლანდელი მთავრობა, რისკავს, რომ პოლიტიკური პატიმარი მათ ხელში მოკვდეს. სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში დაუყოვნებლივ. მას დაუყოვნებლივ უნდა აღუდგინონ საქართველოს მოქალაქეობა!

ყველას, ვინც საქართველოში 2003 წლამდე ცხოვრობდა ახსოვს - კორუფცია, სიღარიბე, ჩამოშლილი სტრუქტურები, რუსული აგრესია, შუქის ჩაქრობა და გაურკვეველი მომავალი. საქართველო იყო კუნძული პოსტსაბჭოთა არქიპელაგში, ქვეყანა, იმედის გარეშე. ვარდების რევოლუციამ შემოიტანა იმედი... თუ რამე არის გამოსაძიებელი და გასასამართლებელი, მაშინ ეს უნდა განხორციელებულიყო უშუალოდ კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვით. დემოკრატიული ქვეყნები არ უშვებენ ყოფილ პრეზიდენტებს ციხეში!

გასაკვირი არ არის, რომ სააკაშვილის მომხრეები და ოპონენტები გამოვიდნენ თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ეს არის პოლიტიკური არეულობა, რომელიც არ მოიხსნება ხელოვნური გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ. აქ მხოლოდ ერთი გზაა - გაათავისუფლეთ სააკაშვილი და მიეცით ქართველებს საშუალება გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის შემდეგი ნაბიჯები საარჩევნო ყუთში.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge