14 იანვარი - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14.01.2022

ნანა ჯანაშია/  Nana Janashia

(დაიჯესტი)

2022 წლის 14 იანვარს ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღიმართა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. ორბელიანის სასახლეზე და ყველა საჯარო სტრუქტურის შენობის აივნებიდან და  ფანჯრებიდან  გადმოეფინა სახელმწიფო დროშები. ამ ტრადიციას წლებია მისდევს თბილისის საკრებულო. მისი შენობის აივნებიდან საქართველოს სახელმწიფო  დროშები ყოველი წლის 14 იანვარს იფინება. ეს მისაბაძი აქციაა.  სასურველია თუ საცხოვრებელი კორპუსების აივნებიდანაც მოხდება ყოველ 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშების გადმოფენა! საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად.  ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში  2004 წლის 14 იანვარს შევიდა. საქართველოს დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge