ორი ვარსკვლავი მეგობარი ქვეყნიდან

ორი ვარსკვლავი მეგობარი ქვეყნიდან

05.02.2022

By Nana Janashia

ბურაქ დენიზი Burak Deniz 1991 წლის 17 თებერვალს დაიბადა სტამბოლში. მისი მშობლები ბიჭის ადრეულ ბავშვობაშივე დაშორდნენ ერთმანეთს. დედა იზმითში გადავიდა საცხოვრებლად  ბურაქთან ერთად. მომავალმა ვარსკვლავმა ბავშვშვობა დედასთან და ბაბუასთან გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ სტამბოლში ჩააბარა უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე. პარალელურად  სამსახიობო ხელოვნების კურსიც აიღო. სწავლასთან ერთად ბურაქი კასტინგებშიც იღებდა მონაწილეობას.  გამუდმებით უყურებდა პოპულარულ ფილმებს და წარმატებულ კინოკარიერაზე  ოცნებობდა.

 კინოში მისი დებიუტი 22 წლის ასაკში შედგა. 2011 წელს გადაიღეს სერიალში „კოლეჯის დღიური“. მან ითამაშა სტუდენტის როლი. გადასაღებ მოედანზე გაიცნო ცნობილი მსახიობები. ამ სერიალის ეკრანზე გასვლის შემდეგ ბურაქს სხვადასხვა პროექტებში იწვევენ. მალევე გადაიღეს სერიალში „სულთანი“. იქ  მეორეხარისხოვანი როლი მიიღო, რომელიც ბრწყინვალედ შეასრულა.  2013 წელს, მისი  მონაწილეობით ეკრანებზე გამოვიდა მრავალსერიანი ფილმი „გაქცეული.“ 2015 წელს მიიწვიეს სერიალში „პატარა და ტკბილი მატყუარები,“ შემდეგ კი სერიალში „ღამის დედოფალი“. 

იმავე 2016 წელს, დენიზმა მიიღო მთავარი როლი მელოდრამაში „სიყვარულს სიტყვების არ ესმის“. ჰანდე ერჩელი იყო მისი პარტნიორი და სერიალის დასრულების შემდეგ ბურაქს ხშირად ხედავდნენ ჰანდესთან ერთად. ყვითელი პრესა ვარაუდობდა, რომ ისინი რეალურ ცხოვრებაშიც დაწყვილდებოდნენ.  მაგრამ, ამ ჭორებს თავად ჰანდემ დაუსვა წერტილი. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი სადაც წერდა, რომ ის და ბურაქი, მხოლოდ მეგობრები არიან. არაა, გამორიცხული, რომ ჰანდესა და ბურაქს შორის მართლა იყო გრძნობა, მარგრამ, იმ პერიოდში, ბურაქი ცხოვრობდა სხვა მსახიობ გოგონასთან ერთად, რომელიც  სერიალის „პატარა და ტკბილი მატყუარები“ გადაღებისას გაიცნო. თვლიდნენ, რომ ბურაქისთვის ის გოგო, ანუ ბუშრატი იდეალური იყო, რადგან არ უწყობდა ეჭვიანობის სცენებს. ალბათ, ამის გამოც იყო, რომ ბურაქი ხშირად უტყდებოდა ბუშრატს სიყვარულში ინსტაგრამის ფარგლებში. ბურაქი და ბუშრატი ერთმანეთს 2018 წელს დაშორდნენ. მათ წაშალეს ყველა ერთობლივი ფოტო. ბოლოს ისინი ერთად 2018 წლის ივნისში ნახეს ერთ-ერთ კაფეში. იქ 2 საათის განმავლობაში არკვევდნენ ურთიერთობებს და ერთმანეთს განერვიულებულები გაეცალნენ.

2020 წლის დასაწყისში დენიზი შენიშნეს სხვა მსახიობ გოგოსთან ერთად.  მოგვიანებით დაწერეს, რომ  ბურაქს რომანი აქვს  ქერა ლამაზმანთან. თუმცა, ფაქტია, რომ  ბურაქი დაოჯახებული არაა. მას 2020 წლის შემოდგომაზე იზმითში მამა გარდაეცვალა ინფარქტით.  მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები დიდი ხნის გაშორებულები იყვნენ, ბურაკს მამასთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. მაგრამ, მოხდა ისე, რომ დასაფლავებაზე არ მისულა. ამან ჟურნალისტებში ეჭვი გამოიწვია.  რამოდენიმე დღეში სპორტდარბაზიდან გამოსულს დახვდნენ და  კითხვები დააყარეს. „- მეგობრებო, ყველაფერი ისე არ არის, როგორც პრესაში წერენ! მე ვერ მივუსწარი დასაფლავების ცერემონიალს. მაგრამ, მოგვიანებით ჩავედი და გამოვემშვიდობე...  მამასთან უთანხმოება არ მქონია!“

ამბობენ, რომ ბურაქი არ გამოიმუშავებს მილიონობით დოლარს. ფაფუნებაში ცხოვრებისკენ არ მიილტვის, მაგრამ აქვს ისეთი  შემოსავალი, რომელიც ყველაფრისთვის ყოფნის.  ყოველთვის ისვენებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ან ზღვაა ან ოკეანე. გატაცებულია დაივინგით და არის კარგი გეიმერი, ბავშვობიდან მოყოლებული თამაშობს.  მისი სურვილია, რომ მუდმივად იღებდნენ ფილმებში და  განასახიეროს საინტერესო პესრსონაჟები.

ჰანდე ერჩელი Hande Erçel1993 წლის 24 ნოემბერს დაიბადა თურქეთის ჩრდილო-დასავლეში მდებარე ზღვისპირა პატარა ქალაქ ბანდირმაში. ბანდირმა მარმარილოს ზღვის სანაპიროზეა და იქ 70 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ჰანდეს დედა დიასახლისი, მამა კი ვაჭრობის სფეროს მუშაკია. ჰყავს უმცროსი და - ასევე მსახიობი. ჰანდეს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. სკოლიდანვე იყო დაინტერესებული მსახიობობით, მონაწილეობდა სპექტაკლებში და  მას ყოველთვის აძლევდნენ მთავარ  როლებს.  სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ნატიფი ხელოვნების ინსტიტუტში. პოპულარული გახდა სერიალიდან „ნარჩიტა.“ სერიალებმა:  „სიყავრულს სიტყვების არ ესმის“  და „გიუნეშის ქალიშვილები“ მას დიდი წარმატება მოუტანა.

ამჟამად ჰანდეს ქონება 5 მილიონ დოლარს შეადგენს.  მსახიობს ეს თანხა გამომუშავებული აქვს როგორც ფილმებიდან, ისე ინსტაგრამიდან. ჰანდე პერიოდულად  ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებებს უკეთებს რეკლამას.  კბილის პასტის მწარმოებელმა ერთ-ერთმა  ბრენდმა ჰანდეს 2 მილიონი თურქული ლირა გადაუხადა რეკლამაში, ანუ  244 000$.  ტანსაცმლის მწარმოებელმა ბრენდმა კი ერთწლიანი თანამშრომლობისთვის 1 მილიონი თურქული ლირა, ანუ 122000$.

ამბობენ, რომ საკმარისია ჰანდეს ხელში რაღაც ჩავარდეს და უმალვე მისი მონეტიზაცია ხდება.

 

ჰანდე საკუთარ სახლზე ოცნებობდა და 2021 წლის დასაწყისში 10 მილიონ თურქულ ლირად (1 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი) სასახლე შეიძინა, რომელსაც თურქული პრესა ერჩელის ვილად მოიხსენიებს. ჰანდეს სასახლე ორსართულიანია. აქვს ბაღი და საპარკინგე მიწის ნაკვეთი. სახლის ინტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. დომინირებს თეთრი ფერი და მინის ელემენტები. სახლი სიმწვანეში ისეა მოქცეული, რომ  ტყეში ყოფნის ეფექტი იქმნება.

ჰანდემ ასევე შეიძინა გერმანული  ფირმის მანქანა აუდი Q5 2017 წლის გამოშვება, რომელიც 30 000 დოლარად არის შეფასებული. ჰანდე ვარჯიშობს, ჯანსაღად იკვებება და ყოველთვის არის კარგ ფორმაში. როგორც მსახიობი, მილიონობით ადამიანს უყვარს, რადგან თამაშისას არის ბოლომდე გულწრფელი. როლის გამო დიეტაზე არაერთხელ ყოფილა. მხოლოდ  მწვანე ვაშლით იკვებებოდა ერთ დროს. უყვარს ბუნება, ცხოველები და თავად სიყვარული.

ის ბევრჯერ დააწყვილა მედიამ, მაგრამ სოცქსელში ჰანდემ საჯაროდ უარყო ასეთი ინფორმაციები. მასთან ფოტოზე მყოფი ესა თუ ის ყმაწვილი კი კოლეგად და მეგობრად გამოაცხადა. ახლა 28 წლისაა.

ამბობს, რომ არ ყავს შეყვარებული, გადაღებებიდან თავისუფალ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ატარებს.  ინსტაგრამზე კი ყველაზე ცნობილი თურქია. მას 26 მილიონი გამომწერი ყავს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge