ჩვენი მეგობარი - ვიკა ხოშტარია

ჩვენი მეგობარი - ვიკა ხოშტარია

17.02.2022

თბილისში და მოსკოვში, სხვადასხვა სამინისტროებში ორმოცდაათწლიანი საბუღალტრო მოღვაწეობის შემდეგ, ქალბატონი ვიკა ხოშტარია საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა მეუღლესთან ერთად და ბოლო 23 წელი იქ გაატარა. მისთვის ადვილი არ იყო ერთადერთი ქალიშვილისგან და  საუცხოო შვილიშვილებისგან შორს ყოფნა, მაგრამ, წლებთან ერთად, ასე ცხოვრებას შეეჩვია. ამბობდა, რომ თბილისი სულ ენატრებოდა და ამ მონატრებას იმ დროს ივსებდა, როდესაც შვილი ან  შვილიშვილები სტუმრობდნენ. მას შემდეგ, რაც  სასაუბრო გერმანული და ფრანგული ისწავლა, შვეიცარიაში ცხოვრება უფრო გაუადვილდა, თუმცა, მეტწილად,  მაინც პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსულ ადამიანებთან მეგობრობდა.  იყო კარგი დიასახლისი, სულ ფეხზე და აქტიური ახსოვთ ქალბატონი ვიკა ხოშტარია ახლობლებს. იყო ძალიან თბილი, მოსიყვარულე, სამართლიანი, კარგის მცნობი და დამფასებელი ადამიანი. მეგობრობდა შვილის და შვილიშვილების მეგობრებთანაც. არაერთხელ უმასპინძლია მათთვის იქ, შვეიცარიაში. სამწუხაროდ, ბოლო სამი კვირა გამოდგა ქალბატონი ვიკას ჯანმრთელობისთვის რთული (ვიმედოვნებთ, რომ სამედიცინო შეცდომას არ ქონდა ადგილი), რის გამოც, 81 წლის ასაკში - სიცოცხლეს გამოესალმა!  

ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრებთათვის, თითოეული ქართველის ბედი, რომელიც სამშობლოდან შორს იმყოფება და იქ გარდაიცვლება - არის მეტად ფაქიზი და მტკივნეული!

Palimfsesti. ge-ის რედაქცია სამძიმარს უცხადებს ქალბატონ ეკა ხოშტარია-ღუდუშაურს და მის ოჯახს, დედის - ვიკა ხოშტარიას გარდაცვალების გამო.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge