ათენელი პერიკლე და ლონდონელი ჯონსონი

ათენელი პერიკლე და ლონდონელი ჯონსონი

14.04.2022

ნანა ჯანაშია

By Nana Janashia

(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა)

ანტიკური ხანის ისტორიის და ლიტერატურის სპეციალისტი  ბორის ჯონსონი საყვარელ პოლიტიკურ ფიგურად ძველ ბერძენ პოლიტიკურ მოღვაწე პერიკლეს მიიჩნევს, „ძველი ათენის პირველ მოქალაქედ“ წოდებულს. მას ბევრი რამით ადარებენ. მე კი, ეს მსგავსება თავსაბურავითაც აღმოვაჩინე. რადგან ბორის ჯონსონზე ყველაფერი იცით, ახლა, ცოტა რამ პერიკლეზეც: 

პერიკლე იყო ბერძენი პოლიტიკოსი და სტრატეგი. ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ფილოსოფიასა და ლიტერატურაში ყველაზე ცნობილი ფიგურების მოზიდვით ცდილობდა  დაემტკიცებინა ათენის მნიშვნელობა ბერძნულ სამყაროში.

პერიკლე ათენს მართავდა დემოკრატიული სისტემით,  ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა მოქალაქეს შეეძლო მონაწილეობა მიეღო საჯარო სამსახურში.

პერიკლეს დროს  დაიწყო ხელფასების გაცემა  საჯარო მოხელეებზე და მიწების გადაცემა გლეხებზე.

პერიკლემ ჯერ განათხოვარ ათენელ ქალზე იქორწინა და შეეძინა ორი ვაჟი (ჩ.წ. 445 წელს), შემდეგ განქორწინდა და ქალი კვლავ დაუბრუნა ყოფილ ქმარს.  450 წელს მეორედ და ხანგრძლივად პერიკლემ ურთიერთობა გააბა ლამაზ და ფინანსურად დამოუკიდებელ ქალთან ასპიასია დე მილეტოსთან და მისგან გაცნობიდან 5 წლის მერე შეეძინა ვაჟი. პერიკლეს ჰყავდა პოლიტიკური მეტოქეები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ სწორედ ასპიასია უწერდა მას საჯარო გამოსვლებისთვის სიტყვებს.

P.S. ხალხი, როგორც ახლა, მაშინაც - ხალხი იყო და წარმატებული ადამიანის მიღწევებს სხვას აწერდა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge