ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

22.05.2022

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(მომზადებული მასალა)

2022 წლის 19-21 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტმა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციამ გამართა ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს. ამერიკისმცოდნეობის კონფერენციას ტრადიციულად უმასპინძლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ:

გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

ჯონ ფერი, ამერიკის შეერტთებული შტატების პრეს ატაშე;

ვასილ კაჭარავა, პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი;

ელენე მეძმარიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი;

მრგვალი მაგიდის მუშაობას ესწრებოდა  აშშ-ს საელჩოს კულტურიული პროგრამის კოორდინატორი რაიან შერმანი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიზანი - ამერიკისმცოდნეობის დისციპლინის ფარგლებში, მაქსიმალურად ფართო სპექტრის მოხსენებების თავმოყრა ამ კონფერენციაზე მიღწეულ იქნა.

თემატიკა, ტრადიციულად, ფართო იყო: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები, მეცნიერება და ტექნოლოგია და ა.შ.

3 დღის განმავლობაში კონფერენციის ფორმატით 18 დარგობრივ სექციაში მიმდინარეობდა მუშაობა.

1.ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სექცია. თავჯდომარე: ვასილ კაჭარავა, პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. .

2.არქიტექტურის I სექცია. თავჯდომარე:  ნიკა შავიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

3. არქიტექტურის II სექცია. თავჯდომარე: ვანდა მუჯირი. არქიტექტურის აკადემიური დოქტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი.

4.ფილოსოფიის I სექცია. თავჯდომარე: ანასტასია ზაქარიაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.

5.  ფილოსოფიის II სექცია. თავჯდომარე: ვალერიან რამიშვილი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

6. ისტორიის სექცია. თავჯდომარე: ლეილა (ია) ხუბაშვილი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი.

7. კულტურის I სექცია. თავჯდომარე: ნანა გელაშვილი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

8. კულტურის II სექცია. თავჯდომარე: ოლღა ჟღენტი. მეცნიერებათა დოქტორი. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივესიტეტის ასოცირებული პროფესორი.

9. განათლება, სოციალური საკითხები, საჯარო პოლიტიკა, მეცნიერება (I სექცია). თავჯდომარე: ქეთევან როსტიაშვილი. პოიტიკური მეცნიერების დოქტორი, თსუ-ს მოწვეული პროფესორი.

10. განათლება, სოციალური საკითხები, საჯარო პოლიტიკა, მეცნიერება (II სექცია). თავჯდომარე: ნინო დონაძე. ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

11. მედია (I სექცია). თავჯდომარე: მარინე ვეკუა. ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი. გურამ თავართქილაძის სახ. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესორი.

12. მედია (II სექცია). თავჯდომარე: მაია მაჭავარიანი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს უნივერსიტეტი, პროფესორი.

13. ლიტერატურა (Iსექცია). თავჯდომარე: ეკა ვარდოშვილი. ფილოლოგიის დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.

14. ლიტერატურა (IIსექცია). თავჯდომარე: რუსუდან ნიშნიანიძე. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.

15. მედიცინა. სექციის თავჯდომარე: ალექსანდრე პაპიტაშვილი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. "გეომედი", პროფესორი.

16. საგარეო პოლიტიკა. სექციის თავჯდომარე: ნიკა ჩიტაძე. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორი.

17. ეკონომიკა. სექციის თავჯდომარე: ვალერიან  დოლიძე. მეცნიერებათა დოქტორი. თსუ, ასოცირებული პროფესორი.

18. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. სექციის თავჯდომარე: ელენე გოგიაშვილი. ფილოლოგიის დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.

ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა მაღალ დონეზე და ძალზედ საინტერესოდ. წაკითხულ იქნა აქტუალური მოხსენებები. კონფერენცია იყო კარგად ორგანიზებული, საინტერესო მონაწილეებით და სტუმრებით მდიდარი.

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, პროფესორ ვასილ კაჭარავას ხელმძღვანელობით უდიდეს საქმეს აკეთებს  ამერიკისმცოდნეობის კონფერენციების  ჩატარებით, ხელს უწყობს  ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამყარებას!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge