მორგან ფრიმენს ახალი საფიქრალი გაუჩნდა

მორგან ფრიმენს ახალი საფიქრალი გაუჩნდა

22.05.2022

მორგან ფრიმენს საფიქრალი მოემატა

ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის მორგან ფრიმენის გარდაცვალების შესახებ მცდარი ინფორმაცია ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა 2016 წელს გაავრცელეს. ახლა კი, 2022 წელს, რუსეთი გადაეკიდა ამ კაცს და პერსონალური სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებული შტატების 932 მოქალაქესთან და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად. ბატონ მორგანს რუსეთის ფედერაციაში შესვლა აეკრძალა, სამუდამოდ! რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალათ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსს. 

P.S. ნეტა როგორ სძინავს ამ ხალხს ღამით?! :)



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge