ბროწეულის ყვავილები ყვითელ ლენტს

ბროწეულის ყვავილები ყვითელ ლენტს

17.06.2022

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაზღვრავს მთავრობისა და სხვათა მოვალეობას ბავშვების უფლებების დაცვისა და განმტკიცების საქმეში. 1989 წლის 20 ნოემბერს ერთხმად მიიღეს გაეროს ბავშვის  უფლებების კონვენცია. მისი რატიფიკაცია მოახდინა თითქმის ყველა სახელმწიფომ. კონვენციის მეექვსე პუნქტის მიხედვით ბავშვს აქვს სიცოცხლის ხელშეუხებელი უფლება და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება და ჯანსაღი განვითარება.  ჟურნალისტები, ხშირად ასახავენ გაჭირვებაში ან საფრთხის წინაშე მდგარი ბავშვების ცხოვრებას. რადგან ბავშვი სხვაზეა დამოკიდებული, ამიტომ მსხვერპლიც ადვილად შეიძლება რომ გახდეს. ჟურნალისტი საზოგადოების თვალი, ყური, ხმა და ადამიანის უფლებების ქომაგია. ის ყოველთვის პირველი იმაღლებს ხმას ნებისმიერი დარღვევების წინააღმდეგ. იგი მოუწოდებს მთავრობას და სხვა პასუხისმგებელ პირებს, გააუმჯობესონ ადამიანთა ცხოვრება. ჟურნალისტი განსაკუთრებით სენსიტიური ხდება, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ჟურნალისტს არა აქვს უფლება ბავშვების პრობლემას იგნორირება გაუკეთოს და ზომები არ მიიღოს. 14 ივნისს, თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, საცხოვრებელი კვარტლის სკვერში, იქ, სადაც ყოველდღიურად ათობით ბავშვი  თამაშობს სილაში, შევნიშნე, რომ ელექტროსადენები იყო ამოთხრილი და იმყოფებოდა ღია მდგომარეობაში.  გადავიღე ფოტოები. დავრეკე 112-ში და  ოპერატიულად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სახაზო საპატრულო სამმართველოს ვაკის მეორე ოცეულის პატრულ-ინსპექტორები:  მაია პირველი და მირიან გელაშვილი, რომლებიც დაუკავშირდნენ სკვერის გარე განათების თანამშრომელს და პრობლემა მოაგვარეს. მადლობა მათ, ბავშვების ბედზე ზრუნვისათვის.

მეორე დღეს, ბავშვებმა ბროწეულის ყვავილებით შეამკეს პოლიციელების მიერ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული  ადგილი და პოლიციელობანას დიდი ხალისით თამაშობდნენ.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge