kjfgahdjfgsfksjhlsk

ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ კარლო გრიგოლიამ 1968 წელს შექმნა ჭაბუკის პორტრეტის ქანდაკება. 90-იან წლებში კი ორმა ქართველმა მხატვარმა კოკა იგნატოვმა და თემო გოცაძემ სამხავრო აკადემიის ფონდის საცავიდან ჭაბუკის ბრინჯაოს პორტრეტი სხვა ნამუშევრებთან ერთად ბათუმში ჩამოიტანეს და გადასცეს ბათუმის ხელოვნების მუზეუმს. როგორც ბათუმის ხელოვნების მუზეუმის მაშინდელმა დირეტორმა, ცნობილმა ფერწერმა ნინო ნიჟარაძემ გვითხრა, სწორედ იმ დროიდან აქვს ბინა დადებული ჭაბუკის ბრინჯაოში ჩამოსხმულ პორტრეტს ბათუმში. წლების შემდეგ, კერძოდ კი 1987 წელს ბატონმა კარლო გრიგოლიამ გაიცნო საქართველოში ჩამოსული კავკასიოლოგი, ახალგაზრდა მკვლევარი კარინა ვამლინგი და შექმნა მისი პორტრეტიც, რომელიც თავდაპირველად იყო თაბაშირში, შემდგომში კი ბრინჯაოში ჩამოისხა. წლების განმალობაში კარინა ვამლინგის ეს ზემოთხსენებული პორტრეტი ინახებოდა კარლო გრიგოლიას სახელოსნოში და წელს, შვედეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30- წლისთავის აღსანიშნავად, ქალბატონმა კარინამ გადაწყვიტა, ბრინჯაოში ჩამოსხმული საკუთარი პორტრეტი გადაეცა სწორედ ბათუმის ხელოვნების მუზეუმისათვის, სადაც ინახებოდა კარლო გრიგოლიას მიერ შესრულებული ჭაბუკის პორტრეტი, რომლის პროტოტიპიც არის შვედეთში მოღვაწე პროფესორი რევაზ ჭანტურია. კარინა ვამლინგის ბრინჯაოს პორტრეტის საზეიმო გახსნა შედგა დღეს, 2022 წლის, 25 სექტემბერს. შეკრებილ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ენახა კარლო გრიგოლიას შემოქმედებაზე დოკუმენტური ფილმი. მუზეუმს გადაეცა კარლო გრიგოლიას ნამუშევრების კატალოგი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 19 სექტემბერს, შვედეთის საელჩომ საქართველოში აღნიშნა შვედეთ-საქართველოს ურთიერთობის 30 წლისთავი. სწორედ ამ ღონისძიების გაგრძელება იყო ცნობილი შვედი პროფესორის და არაერთი ჯილდოს მფლობელი კავკასიოლოგის, კარინა ვამლინგის ბრინჯაოს პორტრეტის გადაცემა ბათუმის ხელოვნების მუზეუმისათვის. საღამოს საინტერესოდ გაუძღვა მალმოს უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ ჭანტურია. ქალბატონმა კარინა ვამლინგმა ქართულ ენაზე წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა. ღონისძებას დაესწრო საქართველოში შვედეთის საელჩოს მეორე მდივანი ლინეა მანბერგერი. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ბათუმის ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები, ხელოვნების სფეროს მუშაკები და სტუდენტები.

საღამოს დასასრულს, დამსწრე საზოგადოების წინასე წარსდგა შვედ-ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი, საბინა ჭანტურია, რომელმაც შვედურ რეპერტუართან ერთად შესანიშნავად შეასრულა კარლო გრიგოლიას საყვარელი ქართული სიმღერები.

Swedish professor Karina Vamling donates artwork to Adjara Art Museum by Georgian sculptor Karlo Grigolia.

The donation event is dedicated to the 30 years anniversary of diplomatic relations between the Kingdom of Sweden and the Republic of Georgia. The donation of artwork by Georgian sculptor Karlo Grigolia to Adjara Art Museum from Professor Karina Vamling (Sweden) took place on September 25, at 4 pm in the Museum. The artist Karlo Grigolia is the founder of abstract sculpture in Georgia and made an important contribution to the development of modern sculpture. His work is represented in Georgia (Tbilisi, Batumi, Senaki, Pitsunda) and abroad in New York and Saint Petersburg. In 1987 he made a portrait of the Swedish Caucasologist Karina Vamling, currently Professor at Malmö University and Director of the platform Russia and the Caucasus Regional Research (RUCARR). Professor Karina Vamling made a donation of the bronze sculpture “Portrait of Karina Vamling” to the Adjara Museum of Art. At the donation event there was an introductory presentation of the sculptor Karlo Grigolia and his art works by Dr. Revaz Tchantouria, Malmö University, who’s bronze sculpture he made in 1968. A concert by the Swedish/Georgian singer and songwriter Sabina Chantouria concluded the event.

The management team of the Museam, professors from Shota Rustaveli Batumi State University and Ivane Javakhishvii State University, journalists and Linnaea Manberger, Second Secretary of the Embassy of Sweden in Tbilisi.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge