გამოვლენილია სამხრეთ კავკასიაში მოქმედი პრორუსული ქსელი (6 ფეისბუქგვერდი, 4 ინსტაგრამ ანგარიში, 3 ტელეგრამ არხი, 1 ტიკტოკ ანგარიში და 2 ვებგვერდი), რომელიც საზოგადოების ცნობიერებაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად მუშაობს. ქსელის ყოველდღიურობა ასეთია - იდება მასალები, რომელთა მეშვეობითაც არის მცდელობა რუსეთის პოზიტიური როლის წარმოჩენის და დასავლეთის საწინააღმდეგო განწყობების გაღვივების. ქსელის მიზანია რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) რუსეთის ძლიერ მოკავშირედ წარმოჩენა და დასავლეთის, უმეტესად კი აშშ-ს, ნეგატიურ როლზე აპელირება.
P.S. პრორუსული ქსელი გამოავლინა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ “ (ISFED).