ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თსუ პროფესორი, ვასილ კაჭარავა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტმა, ასევე ქართველი ამერიკანისტების დიდმა არმიამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა.
ვასილ კაჭარავას ხელმძღვანელობით 24-ჯერ წარმატებით ჩატარდა ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
ვასილ კაჭარავა არის აშშ-ის ისტორიის, საზოგადოების, პოლიტიკური სისტემისა თუ დიპლომატიის თემატიკაზე გამოცემული არაერთი წიგნის, პუბლიკაციის ავტორი და საქართველოში - ამერიკანისტიკის, როგორც დარგის დამფუძნებელი.
სამარადისო ხსოვნა თაობების აღმზრდელ და ვალმოხდილ პროფესორს.
გთავაზობთ, ინტერვიუს ნაწყვეტს, რომელიც, 2017 წლის 13 მაისს ჩაწერა პროფესორ ვასილ კაჭარავასთან, ჟურნალისტმა ნანა ჯანაშიამ - ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის დასრულების დღეს (კონფერენცია მიეძღვნა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიღების 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს.).
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი