სახლი ერთი კარით და ერთი ფანჯრით
ავტორი: ანნა ელისაბედ სუხიშვილი
ანნა ანნა ელისაბედი არის 4 წლის და 9 თვის. მას ყოველდღე ესმის ოჯახში: სტატიას ვწერ, სტატიას ვამთავრებ, სტატია მაქვს გასაგზავნი, სტატია მაქვს დასარედაქტირებელი, ჩემი სტატია გამოქვეყნდა... ამიტომ გადაწყვიტა, რომ თავადაც დაეწერა სტატია. გათენდა 11 ივლისის დილა და გაღვიძებისთანავე სასტუმრო ოთახის მთავარ მაგიდასთან მოკლალათებული ანნა გულმოდგინედ შეუდგაა მუშაობას. სტატია, რომელიც რამდენიმე წუთში დაწერა, ჯერ ბებოს აჩვენა, შემდეგ ბაბუს. ბებოს იმდენად მოეწონა ახალი ავტორის ანნა ელისაბედ სუხიშვილის ნამუშევარი, რომ უმალვე შეუდგა მის გამოსაქვეყნებლად მომზადებას. სანამ ანნას პირველი სტატია დღის სინათლეს იხილავდა - ანნამ, მეორე სტატიის დაწერაც მოასწრო. როგორც სააგენტო ANNA News-თან საუბრისას რედაქტორმა ბებომ აღნიშნა - ანნა, მისი რედაქციის ახალი და პროდუქტიული ავტორია.