პირველი სარეკლამო გაზეთი კავკასიაში "კავკაზსკიე ობიავლენია" 1889-1891

პირველი სარეკლამო გაზეთი კავკასიაში "კავკაზსკიე ობიავლენია" 1889-1891

17.07.2023

პირველი სარეკლამო  გაზეთი კავკასიაში

„Кавказскія Объявленія“ /„კავკაზსკიე ობიავლენია“/„კავკასიური განცხადებები“  1889-1891 წწ.

სარეკლამო - საცნობარო ხასიათის გაზეთი „კავკაზსკიე ობიავლენია“ 1889 წლის 4 ივლისიდან 1891 წლის 3 ივნისამდე გამოდიოდა თბილისში. გაზეთის რედაქტორი იყო ნინა სლინკო. თბილისის გუბერნიის ადმინისტრაციამ პროექტის ავტორს დადებითი დახასიათება მისცა და აღნიშნა, რომ „ნინა სლინკო არის კარგი ქცევისა და ცხოვრების წესის, ასევე პოლიტიკურად სანდო." თბილისის პოლიციამაც მხარი დაუჭირა სლინკოს და ნება დართო, სლინკოს გამოეცა გაზეთი. მხოლოდ პრესის საკითხების  მთავარი სამმართველოდან მოვიდა პასუხი გვიან, თან წერილობითი  პირობა ჩამოართვეს და დაავალდებულეს ნინა სლინკო  რომ პრესის საკითხების მთავარი სამმართველოს ნებართვის გარეშე მას არ უნდა გადაეცა სხვა პირისთვის საგამომცემლო ლიცენზია.გაზეთი „კავკაზსკიე ობიავლენია“ იყო ყოველდღიური გამოცემა. 1889 წლის 31 დეკემბერს გამოვიდა გაზეთის პირველი ნომერი. თუმცა, 1890 წლის ყველა ნომერს აწერია, რომ ესაა გაზეთის გამოცემის პირველი წელი.  1890 წლის იანვარში ნინა სლინკომ დეპეშით მიმართა იმპერიის პრესის საკითხების მთავარ სამმართველოს, რომლიშიც იტყობინებოდა, რომ კავკასიის საცენზურო კომიტეტი, უფლებას არ აძლევდა მას - გაზეთის ცნობების განყოფილებაში განეთავსებინა „ჩრდილოეთის სააგენტოს“  მიერ მოწოდებული ახალი ამბები. პასუხად კი მიიღო, რომ რადგან, ჩრდილეთის სააგენტოს მიერ მოწოდებული ახალი ამბების გავრცელება ამ გაზეთის პროგრამით გათვალისწინებული არ იყო, შესაბამისად, რედაქციას  უფლება არ ქონდა ამ ინფორმაციის გავრცელების. თხოვნით უნდა მიემართა რედაქტორს კომიტეტისთვის და მხოლოდ ნებართვის აღების შემთხვევაში შეძლებდა გაზეთი ჩრდილოეთის სააგენტოს ტელეგრამების გავრცელებას. იმავე თვის 26 იანვარს, გამომცემელმა სლინკომ ახალი მიმართვა გააგზავნა სადაც ითხოვდა ნებართვას, სააგენტოს ტელეგრამების განთავსების გარდა გამოექვეყნებია  ადგილობრივი ამბები, ანგარიშები სასამართლო სხდომებიდან,  თეატრალური ცხოვრება, სახელმწიფო დუმის, განათლების საზოგადოებების შესახებ, რაზეც კვლავ მიიღო უარი.

პრესასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო თავის უარყოფით გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ ნ.სლინკომ, პირველი მიმართვისას, არ წარმოადგინა არანაირი დოკუმენტი საკუთარი საგანმანათლებლო კვალიფიკაციის შესახებ.  საგაზეთო პროგრამის გაფართოებსას კი გამოცემის შინაარსობრივი მიმართულება შესაძლოა შეცვლილიყო და  პოლიტიკურად არასანდო მიმართულება მიეღო.  1890 წლის 6 ივნისს გამოვიდა გაზეთის 114-ე ნომერი, რომელშიც რედაქტორი იტყობინება, რომ რედაქციისგან დამოუკიდებელი მიზეზით და გაზეთის პროგრამის  გაფართოების მიზნით გაზეთი  პირველ სექტემბრამდე წყვეტს გამოშვებას, გამოცემას. თან პირდება მკითხველებს, რომ 1891 წელს კომპენსაციის  სახით მიიღებენ იმ ნომრების  რაოდენობას, რომლებიც არ გამოიცა. რეკლამის დამკვეთებს კი გაზეთი რედაქცია საკუთარი ხარჯებით პირდება გამოუქვეყნებელი  რეკლამების და განცხადებების სხვა გაზეთებში გამოქვეყნებას. შეპირებული პირველი სექტემბრის ნაცვლად გაზეთი  შემდეგი წლის ანუ 1891 წლის 3 ივნისს ახერხებს გამოსვლას. და ეს ხდება ბოლო ნომერი, რადგან შემდეგ ეს გაზეთი არასოდეს არ გამოცემულა. იმავე წლის 13 სექტემბერს  ნინა სლინკო საცენზურო კომიტეტს  ატყობინებს, რომ წყვეტს საგამომცემლო საქმიანობას.  სავარაუდოდ, გამოცემის შეწყვეტა გამოიწვია გაზეთის პროგრამის გაფართოებაზე კომიტეტის უარმა.

 მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა, გაზეთმა „კავკაზსკიე ობიავლენიამ“ კვალი დატოვა,

შესამჩნევი სიახლეები შეიტანა როგორც  თბილისში გამომავალმა სარეკლამო ხასიათის გაზეთმა. იმდროინდელი კერძო გამოცემების ძირითადი შემოსავალი  სააბონენტო გადასახადებიდან, საცალო გაყიდვებიდან, სარეკლამო ტექსტებიდან და განცხადებებიდან შემოდიოდა. ასევე, ხშირი იყო  სპონსორული შემოწირულობები.

გაზეთ „კავკაზსკიე ობიავლენიის“ გამოწერის  წლიური ფასი 1 რუბლის და  80 კაპიკს შეადგენდა, რაც თბილისის სხვა პერიოდული გამოცემების ფასთან შედარებით  ხუთჯერ დაბალი იყო. მაგალითად, ყოველდღიური რუსული გაზეთები "კავკაზ" და  "ნოვოე ობოზრენიე" 11 მანეთი და 50 კაპიკი ღირდა;  სომხური "მშაკი", "არძაგანკი", "ნორ-დარი", ქართული "ივერია" - 10 მანეთი. გამონაკლისი იყო პოპულარული გაზეთი "ტიფლისსკიი ლისტოკ", რომლის ყოველწლიური გამოწერა შინ მიწოდებით  4 მანეთი ჯდებოდა.

გაზეთის პროგრამულ პოლიტიკასა და გაზეთის ზოგიერთი მახასიათებლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ „კავკასიური განცხადებები“ მხოლოდ  სარეკლამო და საცნობარო ინფორმაციის ბეჭდვით იყო დაკავებული.  XIX საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისში, სარეკლამო და საცნობარო გაზეთების გამომცემლებმა  მიმართეს ცენზურის კომიტეტს საკუთარი გამოცემების პროგრამული გაფართოების მოთხოვნით, რადგან სარეკლამო და საცნობარო ფორმატი არ ამართლებდა გამოცემის ხარჯებს. რაზეც მიიღეს უარი და ამის გამო  არაერთმა გამომცემელმა შეწყვიტა გაზეთის გამოცემა. https://vest/historyphilology/files/08505c6cc232ca0de4fb4e4f1995aa55

 

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge