წმიდა ფილუმენი
(ინფორმაცია და ფოტოები მოიძია ნანა ჯანაშიამ)
წმინდა ფილუმენი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 29 ნოემბერი, ახალი სტილით — 12 დეკემბერი
წმინდა მოწამე ფილუმენი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა და პურის გაყიდვით ირჩენდა თავს. როდესაც იმპერატორმა ავრელიანემ 270-275ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოწინააღმდეგეებმა მმართველ ფელიქსთან დაასმინეს — ქრისტეს აღიარებსო. სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა ფილუმენმა არ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც აწამეს. ეს მოხდა 274 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.