ღვაწლმოსილი პედაგოგი ლეილა ჯანაშია
ავტობიოგრაფია
დავიბადე 1940 წლის 20 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონში, მოსამსახურის ოჯახში.
1945 წლის 1 სექტემბერს შემიყვანეს II ნამიკოლაოს 8-წლიანი სკოლის I კლასში. აღნიშნული სკოლის 8 კლასი დავამთავრე 1953 წლის ივნისში. სწავლა განვაგრძე თამაკონის საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 1956 წელს.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე ცხაკაიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ზოოტექნიკურ სპეციალობაზე, რომელიც დავამთავრე 1959 წელს. მუშაობა დავიწყე დიდი ჭყონის #1 ჩაის ფაბრიკაში ლაბორანტად. 1961 წელს მუშაობა დავიწყე ოჩეს 8-წლიან სკოლაში უფროს პიონერხელმძღვანელად. 1961 წლის აგვისტოს თვეში მისაღები გამოცდები ჩავაბარე ქუთაისი ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკა-მეთოდიკის ფაკულტეტის დასწრებულ განყოფილებაზე. ინსტიტუტი წარჩინებით დავამთავრე 1965 წლის ივნისის თვეში.
1965 წლის 20 აგვისტოს მუშაობა დავიწყე II ნამიკოლაოს 8-წლიანი სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად.
1966 წლის 20 აგვისტოს გადამიყვანეს ჟინოთის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად. 1968 წლის აგვისტოში გადმოვედი სალხინოს სანატორიულ სკოლა-ინტერნატში და დღემდე ვმუშაობ დაწყებითი კლასის მასწავლებლად.
1990 წლის აპრილში მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ზუგდიდის ფილიალში გავიარე სწავლების ტექნიკურ საშუალებათა კვალიფიკაციის ამაღლების ოთხკვირიანი კურსები.
მასწავლებელთა პირველი ატესტაციის ციკლის შედეგად დამაჯილდოვეს განათლების განყოფილების და განათლების მუშაკთა პროფკავშირის რაიკომის სიგელით.
მასწავლებელთა მეორე ატესტაციის ციკლის შედეგად მომანიჭეს უფროსი მასწავლებლის წოდება.
1997 წელს გავიარე ატესტაცია და მომანიჭეს I კატეგორიის მასწავლებლის წოდება.
მყავს მეუღლე და სამი შვილი.
ლეილა ნიკოლოზის ასული ჯანაშია
11.17. 2003 წ.
P.S. რედაქცია სამძიმარს უცხადებს ოჯახს და კოლეგებს ღვაწლმოსილი მარტვილელი პედაგოგის ლეილა ნიკოლოზის ასული ჯანაშიას გარდაცვალების გამო.