მამა ორის, რომელიც კლდეში დაყუდებულად ცხოვრობდა, არასოდეს უთქვამს ტყუილი, არც დაუფიცია, არც დაუწყევლია ვინმე, არც საჭიროების გარეშე უთქვამს რამე სიტყვა.
მამა არმენს ჰკითხეს, როდესაც ვიხილავთ რაიმე საქმეს, მაშინვე გამოვთქვათ აზრი მასზე თუ არაო. მამა არმენმა უპასუხა: წერილ არს - თუკი შეგეკითხებიან, თქვი და თუ არა, მაშინ დადუმდიო. როდესაც ეკითხებოდნენ, როგორ დავიცვათ სული, იგი პასუხობდა: როგორ დავიცვათ ჩვენი სულები, თუკი ენის კარი არ შეგვიკრძალავსო!
მამა ჰაბიბოს ჰკითხეს, კარგია მოყვასის ქება? მან კი მიუგო, რომ უკეთესია დუმილი.
ბერმა ჰკითხა მამა არმენს: რა სჯობს, სიტყვა თუ დუმილი? მან მიუგო: ვინც რაიმე სიტყვას იტყვის ღვთის სადიდებლად, კარგია და ვინც დუმს ღვთის სადიდებლად, ასევე კარგიაო.
ანტონი დიდი თავის მოწაფეებს შეაგონებდა: როცა ძმათა შორის დაჯდები, მრავალს ნუ ისიტყვებ, და თუ რამე გინდა ჰკითხო მათ, მოკლედ და თავმდაბლად ჰკითხე. მოიძულე ამაო სიტყვა, და ნურაფერს ნურც იტყვი და ნურც მოისმენ ყოველივე იმის შესახებ, რაც ამქვეყნიურ ამაოებას შეადგენსო. ფოტოზე: წმ. ანტონი (ეგვიპტელი)