მამა ვიტალი პროდუქტების გადაყრას კრძალავდა

მამა ვიტალი პროდუქტების გადაყრას კრძალავდა

30.07.2024

მამა ვიტალი გაფუჭებული პროდუქტების გადაყრის ნებას  არ აძლევდა გარშემომყოფებს. მან თავის სულიერ ქალიშვილს აჩვენა, თუ ვის ვახარებთ ამ უმადურებით:  მან სამი თითით აიღო ვიღაცის მიერ გადაგდებული სანახევროდ შეჭმული პურის ნაჭერი. თქვა, რომ ამ სარჩოს არაწმინდა სული დასტრიალებდა. მამა ვიტალიმ შეუბერა პურს,  ჯვარი გადასახა და შეჭამა. იმას, რასაც მიწა აძლევს ადამიანს, მამა ვიტალი უფლის ძღვენს ეძახდა. ამიტომ იყო, რომ ყველაფერს უფრთხილდებოდა, ქაღალდის ნაგლეჯსაც კი.  ამბობდა, დადგება დრო და პასუხს მოგვთხოვს უფალი გადაყრილი პროდუქტების გამო, მოშვებულად დატოვებული  ონკანიდან უაზროდ დაღვრილი წყლის გამო...

ვიტალი სიდორენკო



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge