ფერისცვალება 2024

ფერისცვალება 2024

19.08.2024

ფერისცვალებას გილოცავთ!

ფერისცვალების ეკლესია ბათუმიდან 7 კმ.-ის, ხოლო ახალშენის ცენტრიდან 800 მ.-ის დაშორებით მდებარეობს. ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში, ზღვის დონიდან 100 მეტრზე მდინარე ბარცხანის ნაპირზე, აგებულია მეოცე საუკუნის დასაწყისში. აშენებულია რიყის და თლილი ქვით. შენობის სიგრძე 16 მ., სიგანე 11 მ., სიმაღლე გუმბათითურთ - 21 მ.ტაძარი პონტოელი ბერძნების მიერაა აშენებული, რომლებიც აქ 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ჩამოსახლდნენ.

ფერისცვალება



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge