ჰანიბალის გადასვლა ალპებზე
ჰაინრიხ ლაუტმანი ნახატი
„მეომრებო, ალპების გადალახვით თქვენ გადადიხართ არა მარტო იტალიის, არამედ, რომის კარიბჭეზეც. ამიერიდან ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც გვსურს, ერთი ან ორი ბრძოლა ჩვენს ფერხთა წინაშე დააჩოქებს იტალიასაც და მის დედაქალაქსაც“
ქავთარია გ. ჰანიბალი, თბ., 1979, გვ., 41
ჰანიბალი, ბარკა (დ. ძვ. წ. 247 ან ძვ. წ. 246 — გ. ძვ. წ. 183) — კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, კართაგენის საზოგადოების წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი. რომის რესპუბლიკის მოსისხლე მტერი და კართაგენის უკანასკნელი დიდი ლიდერი.