ბარკა ჰანიბალი

ბარკა ჰანიბალი

09.10.2024

ჰანიბალიბარკა (დ. ძვ. წ. 247 ან ძვ. წ. 246 — გ. ძვ. წ. 183) — კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, კართაგენის საზოგადოების წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი. რომის რესპუბლიკის მოსისხლე მტერი და კართაგენის უკანასკნელი დიდი ლიდერიმან, ძვ. წ. 218 წელს წამოიწყო II პუნიკური ომი (პუნიკური ლათინურად კართაგენელს (დღევანდელი ტუნისი) ნიშნავს და 23 წელი ომობდნენ კართაგენელები რომის იმპერიის წინააღმდეგ, რათა დაპატრონებოდნენ სრულიად ხმელთაშუა ზღვას და დამარცხდნენ), ყველასათვის მოულოდნელად გადალახა ალპები და შეიჭრა იტალიაში. რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ რომაელთა წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხა. ძვ. წ. 203 წელს ჰანიბალი დაბრუნდა აფრიკაში, ძვ. წ. 202 წელს ზამასთან (აფრიკა) ბრძოლაში რომაელებმა დაამარცხეს. ძვ. წ. 201 წელს რომთან დადებული ხელშეკრულებით ჰანიბალი კართაგენს მართავდა. ძვ. წ. 195 წელს გაიქცა სირიის მეფესთან, ანტიოქე III-სთან და მისი სამხედრო მრჩეველი გახდა. ანტიოქე III დიდის დამარცხების შემდეგ რომაელებმა მოითხოვეს ჰანიბალი, მაგრამ იგი გაიქცა და თავი შეაფარა არმენიას, შემდეგ კრეტაზე გადავიდა, იქიდან — ბითინიაში. რომაელებმა ბითინიელებს მოსთხოვეს რომის საშიში მტრის, ჰანიბალის გაცემა. ჰანიბალმა თავი მოიწამლა. დაკრძალულია ლიბისაში (ბოსფორის აზიის სანაპიროზე), ქვის სარკოფაგში, რომელსაც აწერია: „აქ მარხია ჰანიბალი“.

ბარკა



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge