ნანა ჯანაშია / Nana Janashia
Euronews-ზე დაყრდნობით მომზადებული მასალა
მდინარეები, ნერვული სისტემის მსგავსად ერთმანეთთან აკავშირებს ევროპის ქალაქებს.
დღევანდელ ევროპაში, ხელოვანი ადამიანები სულ უფრო ინტერესდებიან მდინარეების კულტურული პოტენციალით. ბუდაპეშტში ჩატარდა Fluctuations ფესტივალი, აღიარებული, როგორც პირველი ფესტივალი, რომელიც გავლენას მოახდენს ევროპის მდინარეების ნავიგაციაზე .
ბუდაპეშტში დაწყებულმა ფესტივალმა, მაისის თვიდან ოქტომბრამდე, ევროპის რამდენიმე ქალაქი მოიცვა. ბარჟა ჯერ ლილესთან გაჩერდა, შემდეგ ბრიუსელში, უტრეხტში და ბოლოს ბუდაპეშტში. „ჩვენ ამოგვყავს ხელოვანები და აქტივისტები ჩვენს ბარჟაზე. ვაწყობთ ფესტივალს, შემდეგ მივემგზავრებით ერთი კვირით, მომდევნო შაბათ-კვირას ფესტივალი გადაგვაქვს სხვა ქალაქში, - განმარტავს ნიკოლას დერსი, Fluctuations-ის თანადამფუძნებელი.
„ევროპის მდინარეებით ნაოსნობა შეგიძლია დაიწყო რუანში და ჩახვიდეთ რუსეთში. ეს არის ფიზიკური კონტინუუმი (პროცესის უწყვეტობა) და ეს არის ის მესიჯი, რომელიც გვინდა მივაწოდოთ ხალხს: ევროპა შედგება იმ ტერიტორიებისგან, რომლებიც ძალიან არის დაკავშირებული ერთმანეთთან“, - ამბობს ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდა პარიზელი.
თითოეულ გაჩერებაზე იმართება კონფერენციები და მრგვალი მაგიდები, ასევე მასტერკლასები, „გადაწყვეტილებების სოფელი“, ეკოლოგიურად სუფთა საკვების სივრცე და მუსიკალური კონცერტები. ყველა ეს ღონისძიება მდინარის სანაპიროზე ეწყობა, მხოლოდ მუსიკალური სცენა მდებარეობს ბარჟაზე.
„პროექტის მიზანი ხალხის მობილიზებაა გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობის საკითხების ირგვლივ და პოზიტიური ისტორიების ჩაქარგვა ევროპის გულში“, - ამბობს ჩარლენ ალბერიცი, პროექტ Fluctuations-ის ერთი-ერთი დამფუძნებელი.
„ჩვენ გვინდა წავახალისოთ მდინარეების მრავალმხრივი გამოყენება. ძირითადად, მდინარეები კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, ჩვენ კი გვინდა ხელი შევუწყოთ მდინარეების - სადღესასწაულო, პოეტურ, ეკოლოგიურ და ინკლუზიურ გამოყენებას,“ - დასძეს ის.
ფესტივალზე შესვლა ან უფასოა, ან ბილეთების ფასები საკმაოდ მოქნილია და დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმართება. პროექტმა Fluctuations მიიღო ევროპული დაფინანსება შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში.
„დიდ ქალაქებში ძალიან მნიშვნელოვანია მდინარეების სისუფთავე, თან იმ დონეზე, რომ საბანაოდ შესვლა შეიძლებოდეს. ამის მიღწევა მოხერხდა პარიზში. ბუდაპეშტში წყლის ხარისხი ბევრად უკეთესია და სივრცეც მეტია მდინარის საბანაოდ გამოსაყენებლად“, - ამბობს მიკლოშ ტომორი, Valyo-ს პროექტის მენეჯერი.
Valyo, აწყობს უამრავ სადღესასწაულო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას დუნაისა და მის სანაპირო ზოლში. კამპანიებს მართავს - მდინარეში სუფთა წყლის მისაღწევად, ფეხით მოსეირნეთათვის მოსახერხებელი და ველოსიპედის სავალი ზოლის მქონე სანაპიროს უზრუნველსაყოფად.
პროექტის კიდევ ერთი მიზანი - იმ ნორმატიული აქტების შესწავლაა, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მდინარის კულტურას ეხება, მათი ჰარმონიზაცია და გამარტივების კამპანიის ჩატარებაა.
თომას შელემ (სააგენტოს პროექტის მენეჯერი, შემოქმედ პირთა და Vibelab-ში ღამის კულტურის უფლებადამცველი), წარმოადგინა ევროპაში წყლის კულტურის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც ჩატარდა ხუთ ქვეყანაში და მოიცავს კულტურული მიზნებისთვის გამოყენებული 36 საზღვაო გემის შესწავლას.
„რეზერვუარები უზარმაზარი ღია სივრცეა და ვერავინ შეძლებს მდინარის ჯენტრიფიკაციას (gentrification), მდინარით გამდიდრებას, იქ სავაჭრო ცენტრს აშენებს ან რამე მსგავსს,“ ამბობს ტომას შელე.
ტომას შელე შემოდის ინიციატივით, შეიქმნას კულტურული ჰავანები / ნავსადგურები.
(ჰავან-ი ჰოლანდ. haven - ნავსადგური, ნავსაყუდელი.) სადაც ე.წ. კულტურულ ნავებს შეეძლებათ ღუზის ჩაშვება და ეფემერული მცურავი სივრცეები შექმნა, მორიგ გასვლამდე.
ცნობილია, რომ ბერლინი არის წყლის კულტურის მექა - ევროპაში. გერმანიის დედაქალაქს, რუმელსბურგის ყურეში აქვს დიდი რაოდენობით ნავები, რომლებიც გამოიყენება მსგავს კულტურულ პროექტებში.
„ბევრი ფიქრობს, რომ კულტურული ღონისძიება ეს არის მოვლენა, რომლის შემდეგ აუცილებლად რჩება ნაგავი. მაგრამ ადამიანები, რომლებიც წყალზე აკეთებენ კულტურულ ღონისძიებას, ბევრ ახალ რამეს იგებენ თავად მდინარის შესახებ და ამ ღონისძიების შემდეგ მეტად უფრთხილდებიან მას. ხდებიან მეტად დისციპლინირებულები, წესრიგთან მიმართებაში მკაცრები და თავადვე აორგანიზებენ მდინარის გაწმენდით სამუშაოებს. უნდა მოვძებნოთ გზები, რომ მდინარის სიახლოვეს მცხოვრები ხალხი ამ მდინარის დაცვით და მასზე ზრუნვით დავაინტერესოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ სასიცოცხლო საკითხს, როგორც უმნიშვნელოს, ისე შეხედავენ,“ - ამბობს ერთ-ერთი ბერლინელი.
წყარო: https://www.euronews.com