ამერიკაში მცხოვრები ქართველები დილის 6 საათიდან რიგში დგანან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ნადია ონოპრიენკო / Nadya Onoprienko გვატყობინებს, საარჩევნო უბნებზე ხალხის მოზღვავების გამო ნიუ-იორკის პოლიციამ კონტროლი გაამკაცრა. როგორც ნ.ონოპრიენკომ გვაცნობებს, მას საუბარი ჰქონდა ამერიკაში მოღვაწე თურქ დიპლომატთან, რომელიც განცვიფრებულია ქართველების ასეთი მაღალი აქტიურობით და აღნიშნა, რომ ამდენი ამომრჩეველი თურქეთის არჩევნების დროს არ მისულა ნიუ-იორკის საარჩევნო უბნებზე.
ვიდეოს ავტორები: ანია ონოპრიენკო (ნიუ-იორკი), ანა ბენდუქიძე (ჩიკაგო).
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი