მელიქიშვილის გამზირი

მელიქიშვილის გამზირი

19.11.2024

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

                                                                   ფოტორეპორტაჟი მელიქიშვილის გამზირიდან

19 ნოემბრის  საღამო  (18სთ -19სთ),  მელიქიშვილის გამზირი. 

ზოგი - წიგნს კითხულობს, ზოგი -კონსპექტს, ზოგიც - ძაღლს ეფერება... 

დანარჩენები - დროშებით დგანან და ელიან...

გარკვეული დროის მერე, მომლოდინე დემონსტრანტებს  ოპოზიციური პარტიებიც შემოუერთდნენ და  მელიქიშვილის გამზირიდან  თსუ-ს პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს.

ასე დაიწყო 2024 წლის ნოემბრის მეორე ნახევრის - მესამე, საპროტესტო ღამე.

 ამ ხალხს გამარჯვება სჭირდება,  ჯერ -  საკუთარ თავზე, მერე კი -  ყველაფერ იმაზე, რაც არ მოსწონთ!

ამბობენ, რომ არ სურთ უკან დახევა, არცერთი ნაბიჯით და  უხარიათ ერთობა. მიაჩნიათ, რომ პოლიციაც მათ გვერდით უნდა იდგეს.  

ვერ ეგუებიან დამარცხებული ქვეყნის შვილობას.

 ყველა საპროტესტო აქციის ბაზისი - დაკარგული ტერიტორიებია!  სხვა  დანარჩენი - ზედნაშენია!

 ძლიერი და წარმატებული საქართველოს შვილობა ყველას გვინდა!

 უნივერსიტეტი  ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც შეძენილი ცოდნით და უნარებით   ანგარიშგასაწევი  ხდები ჯერ შენ, მერე - შენი ქვეყანა!

დროშ

2გოგო

იზი

ერტად

წიგნით



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge