პრეზიდენტ ტრამპს ორსული ქალი უჩივის

პრეზიდენტ ტრამპს ორსული ქალი უჩივის

24.01.2025

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული დაიჯესტი)

„ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე დაიბადება, ამერიკის მოქალაქეა“. აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორება.
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1898 წლის გადაწყვეტილებით, ეს შესწორება უცხოელი მშობლების აშშ-ში დაბადებულ შვილებზეც ვრცელდება. ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა კი სააგენტოებს უბრძანა, უარყონ აშშ-ში დაბადებული ბავშვების მოქალაქეობა, თუკი ერთ-ერთი მშობელი მაინც არ არის ამერიკის მოქალაქე, ან ერთ-ერთს მაინც არ აქვს კანონიერად მუდმივად ცხოვრების უფლება, იგივე "მწვანე ბარათი".
პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძანების გამო უჩივლა ერთმა ორსულმა ქალმა, ერთმა ქალაქმა (სან ფრანცისკომ), ერთმა ოლქმა (კოლუმბიამ), რამდენიმე საიმიგრაციო ორგანიზაციამ და 22 შტატმა. ფედერალურ სასამართლოებში (ბოსტონში და სიეტლში) რამდენიმე სარჩელია შეტანილ, ტრამპს აშშ-ს კონსტიტუციის დაარღვევას ედავებიან.
გარდა მოწინააღმდეგეებისა, ტრამპის ამ ბრძანებას მხარდამჭერებიც ყავს. ისინი ამბობენ, რომ 1898 წლის გადაწყვეტილება შეიძლება უზენაესი სასამართლოს მიერ გადაიხედოს და იქნეს შეცვლილი.

enlightenedპრეზიდენტმა ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტის დროებით ხელმძღვანელად მაკჰენრი დაინიშნა. მისი განცხადებით, მრავალფეროვნების თანასწორობისა და ინკლუზიურობის ყველა ოფისი უნდა დაიხუროს და ამ პროგრამებთან დაკავშირებული კონტრაქტებიც უნდა დასრულდეს.
მაკჰენრის აზრით, DEI პროგრამებმა ამერიკელები რასის მიხედვით დაყვეს, გაფლანგეს გადასახადების გადამხდელთა  ფული და გამოიწვიეს სამარცხვინო დისკრიმინაცია.
(DEI - Diversity - მრავალფეროვნება, Equity - თანასწორობა, Inclusion - ინკლუზიურობა).

enlightenedპრეზიდენტ ტრამპის 20 იანვრის ბრძანებით, ნებისმიერ ახალ საგარეო დახმარების პროგრამაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ან მის მიერ დანიშნული პირის თანხმობა იქნება საჭირო. პრეზიდენტის ბრძანებით 90 დღით უნდა შეჩერდეს ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარება, რათა გადაიხედოს თუ რამდენად არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხომ არ ეწინააღმდეგება ეს დახმარება ამერიკულ ღირებულებებს.
პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით საგარეო დახმარება უნდა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის თანხვედრაში იქნება აშშ-ს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან.

ფოტო ეკუთვნის:Foxnews-ს



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge