ნანა ჯანაშია / Nana Janashia
(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა)
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
რა მოხდა თბილისში 24 იანვრის დილას?!
24 იანვრის დილას თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის უკლებლივ ყველა გადახდის აპარატიდან მანამ ისმოდა საპროტესტო ლოზუნგები, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, პოლიტიკოსების განცხადებები სანამ, გადახდის სისტემა "პრობლემის აღმოფხვრამდე" მერიამ არ გათიშა.
იმ დღეს, მოქალაქეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში უფასოდ იმგზავრეს.
მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატებზე კიბერშეტევა მათ ჯგუფთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა მოაწყვეს. „ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება...ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ!“ წერსპლატფორმა X-ზე Anonymous.