აიკრძალა: დაცინვა, მოწევა; აღიმართა - დროშა!

აიკრძალა: დაცინვა, მოწევა; აღიმართა - დროშა!

01.06.2025

Nana Janashia

31 მაისს, ამერიკიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდნენ.sad

31 მაისს, რუსეთში, აიკრძალა პუტინის დაცინვა და ინტერნეტში ისეთი სურათების დადება, რომლებშიც პუტინს ჰიტლერის მსგავსი თმა და ულვაში აქვს.surprise

30 მაისის ღამეს, პარიზში, ათამდე ებრაულ დაწესებულებას მწვანე საღებავი შეასხეს. ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა საფრანგეთის ხელისუფლებას ებრაული თემის დაცვისკენ მოუწოდა.mail

29 მაისს, საფრანგეთში, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც135 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება იმას, ვინც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ სივრცეში სიგარეტს მოწევს. მხოლოდ ელექტროსიგარეტებია ნებადართული.yes

29 მაისს, დამასკოში, 2012 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაზე აღიმართა აშშ-ს დროშა. ეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. სირიაში აშშ-ს საელჩო 2012 წლის თებერვალში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პერიოდში დაიხურა.yes

29 მაისის განცხადებით, "Erasmus+ პროგრამა არ ტოვებს საქართველოს.
საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის პარტნიორად.yes

თვითმფრ ფრთა
 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge