ნოემბერის ამბები - 2025

ნოემბერის ამბები - 2025

19.11.2025

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

ქართულ და უცხოურ მედიაზე დაყრდნობით მომზადებული დაიჯესტი

ნოემბრის მთავარი ამბები - 2025

mailუკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაიწვა ორი სამხედრო თვითმფრინავი და რადიოლოკაციური სადგური.

mail უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ვორონეჟის ოლქზე იერიში ამერიკული წარმოების ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.
mailრუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვთან ახლოს ორი დრონი ჩამოაგდო.
mailრუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და რადარიდან გაქრა. რუმინეთის შესაბამისი უწყებები დრონის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.
mailუკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის დროს პოლონეთსა და რუმინეთში NATO-ს ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავები გამოჩნდნენ.
mailვარაუდობენ, რომ მალე, ვენესუელაში მოქმედ ნარკოტიკების მწარმოებელ ქარხნებს აშშ დარტყმას მიაყენებს.
mailტრამპის წინააღმდეგ მიკერძოებულობის გამო კრიტიკის ფონზე BBC-ის გენერალური დირექტორი, ტიმ დეივი და BBC News-ის აღმასრულებელი დირექტორი, დებორა ტერნესი თანამდებობიდან გადადგნენ. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. იყვნენ დაშავებულებიც. BBC-იმ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვა შეცდომაში შემყვანი ფორმით გააშუქა. მიმართვა ისე დაამონტაჟეს, რომ, სადაც ტრამპი მხარდამჭერებს საკუთარი ხმის "მშვიდობიანად და პატრიოტულად" გაჟღერებისკენ მოუწოდებდა, გამოტოვებული იყო. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეცდომაში შემყვანი ფორმით გაშუქებული სიუჟეტის გამო BBC-ს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელიით დაემუქრა.
mailახალგაზრდა კაცი სახელად X ქალაქ ნიუ-იორკში რასობრივ უმცირესობებსა და ებრაელ ბავშვებზე თავდასხმას გეგმავდა და თანამოაზრეების მოზიდვას ცდილობდა ინტერნეტით. 2023 წლის ნოემბრიდან ის გეგმავდა, რომ ახალი წლის ღამეს მის რომელიმე თანამოაზრეს სანტა კლაუსის ფორმა ჩაეცვა და რასობრივი უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის რიცინით მოწამლული კანფეტები მიეცა. პირი, რომლის რეკრუტირებასაც X ცდილობდა, აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) აგენტი აღმოჩნდა და დაჯგუფების ლიდერის გეგმა ჩაშალა. 2024 წლის ივლისში X მოლდოვაში დააკავეს.
მოლდოვიდან აშშ-ში ექსტრადირების შემდეგ X-ს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისებასა და მასობრივი ძალადობის მოწოდებაში წარედგინა ბრალი. მას 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვენესუელას გაზეთი



 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge