კონკურენტული ავტორიტარიზმი

კონკურენტული ავტორიტარიზმი

22.11.2025

ნანა (აკაკი) ჯანაშია / Nana A. Janashia

(სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია)

კონკურენტული ავტორიტარიზმი მოიცავს ისეთ რეჟიმებს, სადაც მმართველი ელიტები მართალია ატარებენ არსებით მრავალპარტიულ არჩევნებს, მაგრამ, სისტემურად და მნიშვნელოვნად  არღვევენ დემოკრატიულ წესებს.

აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა და პოსტკომუნისტური ევრაზიის 35 შემთხვევის საფუძველზე, კვლევა 1990–2008 წლებში ჩატარდა სტივენ ლევიტსკის და ლუკან ევეის მიერ. ეს კვლევა რეჟიმების ტრაექტორიას სწავლობს. აღმოჩნდა, რომ იმ რეგიონებში, სადაც დასავლეთთან სოციალური, ეკონომიკური და პროფესიული კავშირები მასშტაბური იყო (მაგ., აღმოსავლეთ ევროპასა და ამერიკაში), დარღვევებთან დაკავშირებული გარე პოლიტიკური ღირებულებები იმდენად მაღალი ხდებოდა, რომ მოქმედი ხელისუფლება ხშირად ირჩევდა ხელისუფლების დათმობას - რეპრესიის ნაცვლად, რაც დემოკრატიზაციას უწყობდა ხელს.

დაბალი ინტეგრაციის მქონე რეგიონებში გარე დემოკრატიზაციის ზეწოლა სუსტი იყო, დემოკრატიზაცია კი, იშვიათი. ამ შემთხვევაში რეჟიმის მომავალი დამოკიდებული იყო სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის სიმტკიცეზე: განვითარებული და ერთიანი სტრუქტურები ხელს უშლიდა ოპოზიციის კონკურენციას და უზრუნველყოფდა რეჟიმის ხანგრძლივობას, ხოლო სუსტი ორგანიზაციული სტრუქტურები იწვევდა არასტაბილურობას, თუმცა  იშვიათად მიდიოდა დემოკრატიზაციამდე.

ლევიტსკის წიგნი ავტორიტარიზმზე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge