თბილისის მეტრო 60 წლის გახდა

თბილისის მეტრო 60 წლის გახდა

12.01.2026

 ნანა ჯანაშია / Nana Janashia

1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენი. საბჭოთა კავშირში თბილისი გახდა  მეოთხე ქალაქი, რომელშიც მეტრო ამუშავდა. პირველი იყო მოსკოვი, მეორე - ლენინგრადი, მესამე - კიევი.  

თბილისში, მეტროს მშენებლობის გადაწყვეტილება სსრკ მინისტრთა საბჭომ 1951 წელს 29 სექტემბერს მიიღო. მშემნებლობა დაევალა საბჭოთა საქართველოს ტრანსპორტისა და მშენებლობის სამინისტროს. 1952 წლის იანვარში ჩამოყალიბდა თბილმეტრომშენის სამმართველო. 1953 წელს დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გვირაბების აგება. 1966 წლის 11 იანვარს თბილისის მეტროპოლის ღრმა და დეკორაციებით გამორჩეული 6 სადგური ამუშავდა: დიდუბე, ელექტრო დეპო (დღ. ვიქტორ გოცირიძე), ოქტომბერი (დღ. ნაძალადევი), ვაგზლის მოედანი , მარჯანიშვილი, რუსთაველი.

1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი", "300 არაგველი"და"ავლაბარი".

1971 წლის 5 მაისს გაიხსნა "ისანი" და "სამგორი".

1979 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა "ვაგზლის მოედანი 2", "წერეთელი", "პოლიტექნიკური", "სამედიცინო", "დელისი".

1985 წლის 9 ნოემბერსგაიხსნა "ვარკეთილი".

1985 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა მეტროსადგური "გურამიშვილი".

1985 წლის 28 ნოემბერს გაიხსნა მეტროსადგური "ღრმარელე".

1989 წლის 7 იანვარს გაიხსნა მეტროსადგური "სარაჯიშვილი". (თემქაზე ასასვლელ კიბეებთან)

1989 წლის 7 იანვარს გაიხსნა მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" (გლდანი)

2000 წლის  2 აპრილს გაიხსნა "ვაჟა-ფშაველა".

2017 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა "სახელმწიფო უნივერსიტეტი"

 ამჟამად, თბილისის მეტროში  23 მოქმედი სადგურიააქედან 16 განლაგებულია გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე.  ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. დღიური მგზავრბრუნვა 400 000 შეადგენს.

1985 წლის ზაფხულში როგორც თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი საგაზეთო პრაქტიკას გავდიოდი გაზეთ მეტრომშენში. ვწერდი იმ ხალხზე, რომლებსაც გაჰყავდათ გვირაბები. ჩემს კოლეგებთან და მშენებელ ინჟინრებთან ერთან არაერთხელ ვარ სპეციალურად მოწყობილი ლიფტით მეტროსადგურების "ღრმაღელე"და "გურამიშვილი"-ის მიწისქვეშეთში ჩასული. გამბედავი ხალხი მუშაობდა იქ, ყოველდღიურად ჩადიოდნენ ამ ლიფტით და ჩავედი მეც, რის გამოც დიდი პატივისცემა და მოწიწება ვიგრძენი მათგან! 

მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც  გაუძლო ამ გვირაბებში გატარებულ წლებს და უმძიმეს შრომას. ქედს ვიხრი მათი დაკოჟრილი ხელების და სახელის წინაშე!

გილოცავთ!

ფოტოზე: ნანა აკაკის ასული ჯანაშია, თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ინტერვიუზე. 1985 წლის ზაფხული.

 

ნანა ჯანაშია გვირაბმშენი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge