წარჩინებულ მაგისტრანტთა ჯგუფი თსუ-დან

წარჩინებულ მაგისტრანტთა ჯგუფი თსუ-დან

02.02.2026

magistrantebi

ნინა ფრანგიშვილი -  "I მსოფლიო ომის დროს, რუსეთის იმპერია აქტიურად ცდილობდა კავკასიაში მდგომაეობის არევას. მაგალითად, მას ქონდა სოხუმის ოლქის ცალკე გუბერნიად გამოყოფის მცდელობა. ამ გეგმას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდა  რუსულენოვანი გაზეთი " კავკაზსკოე სლოვო". ამის საპირისპიროდ , ქართული პრესა - "პროვინციის ქრონიკა", თანამედროვე აზრი", ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება"...  განგაშს ტეხდნენ და ამ გეგმას განიხილავდნენ, როგორც მზაკვრულ პოლიტიკურ აქტს. სწორედ ქართული პრესის სითამამემ ითამაშა დიდი როლი  ამ გეგმის ჩაშლაში..." 

ნინა ფრ.

ნინა ფრანგიშვილი: "ჟურნალისტებზე თავდასხმა, საზოგადოების ინფორმირების უფლების შეზღუდვაა!.. ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო ხშირად იყენებენ კანონმდებლობას (მაგ. "უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი". თუ ჟურნალისტი მოიპოვებს გრანტს ე.ი. აგენტია...) ჟურნალისტების სტიგმატიზაციისთვის, რაც შემდგომში მათ მიმართ ფიზიკური ძალადობის რისკს ზრდის. საბოლოოდ, საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება იმაზე, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა მოითხოვს არა მხოლოდ დეკლარაციიების მიღებას, არამედ მოქმედებას!" 

qristne

ქრისტინე შონია:1." ცნობილი ავტორები -  ფილიპ ბენეტი და მოისეს ნეიმი თანამედროვე მედიის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე საუბრობენ, სადაც ცენზურა მხოლოდ სახელმწიფო ან პოლიიკური ძალების პირდაპირ აკრძალვად აღარ განიხილება. 21-ე საუკუნეში იგი უფრო დახვეწილი ფორმებით ვრცელდება - ეკონომიკური ზეწოლით, ტექნოლოგიური პლატფორმების კონტროლით,ალგორითმული ფილტრაციით და საინფორმაციო ნაკადების მანიპულაციით. ...პოლიტიკური ძალები იყენებენ არა გამჭვირვალე აკრძალვას, არამედ უხილავ ბერკეტებს, რომლებიც ზღუდავენ ჟურნალისტების თავისუფლებას."

ქრისტინე შონია:2. კოჰანგის, ნორდის და  კიდევ რამდენიმე სხვა ავტორის  კვლევის მიზანი იყო მომხმარებლის ქცევისა და პლატფორმის დაუცველობის  ურთიერთკავშირის დადგენა. კიბერშეტევების ძირითადი  ვექტორები: ფიშინგი - ყალბი ბმულები და შეტყობინებები. მავნე პროგრამების გავრცელება: ინფიცირებული ფაილები და ბოტები. სოციალური ინჟინერია: ნდობის მოპოვება და მონაცემების გამოძალვა. ასევე  Pretexting-ი (საბაბი) -გამოგონილი სცენარი ინფორმაციის მისაღებად. Baiting-ს (სატყუარა) - მომხმარებლის დაინტერესება (მაგ.: უფასო  შეთავაზებით). Quid pro quo ლათინური ფრაზაა, რომელიც ნიშნავს „რაღაც რაღაცის სანაცვლოდ“ ან „ეს - იმის სანაცვლოდ“ და გულისხმობს გაცვლას, სადაც ერთი რამ მეორის სანაცვლოდ გაიცემა, რაც გავრცელებულია კონტრაქტებში, ბიზნესსა და სამართლებრივ ან პოლიტიკურ გარიგებებში. აქ კი, Quid pro quo- მომსახურების სანაცვლოდ მონაცემების მოთხოვნას ნიშნავს.  პაროლების მართვის თანამედროვე სტანდარტები,  კონფიდეციალურობის პარამეტრების პერიოდული აუდიტი  და ა.შ. ტექნიკური დაცვის მექანიზმებს წარმოადგენენ.“

dito

 დიტო ბელქანია:"ომის პირველივე სამ თვეში (ისრაელი, ღაზა) უფრომეტი ჟურნალისტი დაიღუპა, ვიდრე ნებისმიერ სხვა კონფლიქტში მთელი წლის განმავლობაში... იემენი (ახალი ეპიცენტრი): 2025 წლის სექტემბერში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი - ისრაელის ავიაიერიში იემენის დედაქალაქ სანაში, გაზეთების „26 სექტემბრისა“ და „ალ-იემენის“ ოფისებზე. სხვადასხვა მონაცემებით, ამ ერთ შეტევას 13-დან 31-მდე მედიამუშაკი ემსხვერპლა. ეს იყო ჟურნალისტებზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი თავდასხმა ბოლო 16 წლის განმავლობაში."

დიტო ბელქანია:"როგორც შაუსელი  (Schauseil, W.) აღნიშნავს, დამოუკიდებელი მედია ხელს უწყობს ინფორმაციის თავისუფალ ნაკადს, რომელიც აუცილებელია კორუფციული ქმედებების გამოვლენასა და პრევენციისთვის. ჟურნალისტური გამოძიებები ააშკარავებენ სახელმწიფო სტრუქტურებში დამალულ ფაქტებს. მენდესი (Mendes, M.) კი ამბობს, რომ განვითარებად ქვეყნებში მედია თავად შესაძლოა გახდეს კორუფციული გარიგებების მონაწილე და მსხვერპლი. როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ზეწოლა ზღუდავს ჟურნალისტის თავისუფლებას.

 

luka

ლუკა ცუცქირიძე: "ცენზურა, როგორც ინსტრუმენტი, პირდაპირ ზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას. კრძალავს გარკვეულ თემებს, ტექსტებს და ა.შ. მხოლოდ თავისუფალ, მიუკერძოებელ მედიას შეუძლია აქციოს პოლიტიკური ზეწოლა საჯარო განხილვის თემად და უზრუნველყოს საზოგადოებისთვის არაკონტროლირებადი ინფორმაციის მიწოდება."

ლუკა ცუცქირიძე: "სოცმედია დღეს -  კომუნიკაციის  მთავარი სივრცეა. მაგრამ, მისი სწრაფი განვითარება იწვევს საზოგადოების დაბნევას. კიბერუსაფრთხოება გულისხმობს ტექნოლოგიების გააზრებულ გამოყენებას. სოცმედია უნდა გახდეს  დაცული საკომუნიკაციო სივრცე. სოცმედიის უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მხოლოდ პლატფორმებზე, არამედ, მომხმარებელის გადაწყვეტილებაზე რა გააზიაროს, ვის დაუჯეროს და ა.შ."

ნავროზაშვილი

 

გიორგი ნავროზაშვილი: "სამი, მალევე დახურული გაზეთის რედაქტორი, ს. გ. მდივანი ( სიმონ გურგენის ძე მდივანი) იყო ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც 1905–1907 წლების რევოლუციური მოძრაობის პერიოდში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას მიეკუთვნებოდა და ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე აქტიური და ინტელექტუალური ფიგურა იყო. იგი მონაწილეობდა როგორც პარტიულ, ისე საგანმანათლებლო და საგაზეთო საქმიანობაში და მიაჩნდა, რომ პრესა  უნდა  გამხდარიყო საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლების და პოლიტიკური თავისუფლების მთავარი იარაღი. 1906 წელს ბათუმში მის მიერ და მისი უშუალო მონაწილეობით გამოიცა რუსულენოვანი გაზეთები „Черноморское эхо“, „Черноморский голос“ და „Черноморские новости“. ამ გამოცემებს აერთიანებდა მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური ხასიათი: ისინი აკრიტიკებდნენ რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციას, აშუქებდნენ 1905 წლის რევოლუციის შედეგებს, წერდნენ მოქალაქეობრივ უფლებებზე, თვითმმართველობასა და ეროვნულ საკითხებზე...მიუხედავად იმისა, რომ ეს გაზეთები რუსულ ენაზე გამოდიოდა, მათი შინაარსი მიმართული იყო იმპერიული რეჟიმის წინააღმდეგ და განსაკუთრებით ახლოს იდგა სოციალისტ-ფედერალისტურ იდეოლოგიასთან. სწორედ ამ პოლიტიკურმა მიმართულებამ განაპირობა მათი ხანმოკლე სიცოცხლე. 2-3 თვე იარსება თითოეულმა, რედაქტორი სიმონ მდივანი  კი -  დააპატიმრეს."

finaluri

აგი

აგი სამუშია:1. გერმანული გაზეთი „Kaukasische Post“ (კავკასიის ფოსტა) პირველად 1906 წელს თბილისში გამოიცა. მისი დამფუძნებელი იყო კურტ ფონ კუჩენბახი, ხოლო რედაქტორი - არტურ ლაისტი. გაზეთი ემსახურებოდა კავკასიაში მცხოვრებ გერმანულ თემებსა და ევროპული კულტურით დაინტერესებულ ელიტას.გამოცემა აშუქებდა როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ამბებს გერმანულ ენაზე. ომისა და პოლიტიკური ცვლილებების გამო მისი გამოცემა რამდენჯერმე შეწყდა. აღსანიშნავია, რომ 1994 წელს გაზეთის გამოცემა განახლდა და ის დღემდე რჩება ერთადერთ გერმანულენოვან გამოცემად კავკასიაში.

აგი სამუშია: 2.. არაბულენოვანი გაზეთი „Jaridat Dagestan“ (დაღესტნის გაზეთი) იყო არაბულენოვანი გამოცემა, რომელიც დაკავშირებული იყო „ჯადიდიზმის“ (ისლამური მოდერნიზმის) მოძრაობასთან ჩრდილოეთ კავკასიაში. იგი დაარსდა 1913 წელს და გახდა პლატფორმა მუსლიმი ინტელექტუალებისთვის, რომლებიც განათლების სისტემის რეფორმირებასა და საზოგადოების მოდერნიზაციას უჭერდნენ მხარს.

გაზეთში განიხილებოდა თეოლოგიური საკითხები, ქალთა როლი საზოგადოებაში და რელიგიური და საერო განათლების ბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიის ადმინისტრაცია მას ადგილობრივი მმართველობის ინსტრუმენტად განიხილავდა, ინტელექტუალებმა იგი კულტურული განახლებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საშუალებად აქციეს

 mejguf.jpg

თსუ, VI კორპუსი, აუდიტორია # 105.

თსუ/სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი/ედია და უსფრთხოება ©



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge