Reuters-ისა და რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საქართველოს ყულევის პორტსაც შეიძლება შეეხოს.
NATO-მ არქტიკაში სამხედრო მისია Arctic Sentry დაიწყო, რომლის მიზანიც რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ძალების წარმომადგენლობის გაძლიერებაა.
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა: 60 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის და 30 მილიარდი ევრო - ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის.
BBC-ს სპარსული სამსახურის გამოძიებამ საპროტესტო აქციებზე გადაღებული ვიდეოებით და სურათებით დაადგინა, რომ ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევები, სნაიპერული შაშხანები, მაჩეტეები თოფები, პისტოლეტები, ფეინთბოლის იარაღები, ცრემლსადენი გაზი, დანები, ხელკეტები, ხის დიდი კომბლები და მწვანე ლაზერები (მიზანში ამოსაღებად) გამოიყენეს. HRANA (Human Rights Activists in Iran)-ს ბოლო მონაცემებით, აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 6 961-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 51 000-ს აღემატება. ირანის რეჟიმი კი მსხვერპლის ასეთ რაოდენობას მომიტინგეებსა და ტერორისტებს აბრალებს.
თუ ირანთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება, აშშ პრეზიდენტი დ. ტრამპი ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდისა და მოერიშე ჯგუფის გაგზავნას განიხილავს. (axios.com)
თბილისში, 11 თებერვალს, ირანის საელჩოს მიმართვის საფუძველზე ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავის პატივსაცემად თბილისის ანძა - ირანის დროშის ფერებში განათდა.
საფრანგეთში, ქართული მამულის - ლევილის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. მამულში გაიხსნება ქართული რესტორანი „ოდა“.
საქართველოში, 2026 წლის პირველი ივლისიდან პლასტმასის ბოთლებით სასმლის გაყიდვა აეკრძალებათ კვების ობიექტებსა და სასტუმროებს. 2027 წლიდან კი საქართველოში სრულად აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის და პლასტმასის კონტეინერებში საკვების გაყიდვა.


