მადრიგალი (იტალ. madrigale) — აღორძინების ეპოქაში გავრცელებული საერო მუსიკალურ-პოეტური ჟანრი. მისი საწყისები ძველი იტალიური მწყემსური სიმღერებიდან მოდის. გაჩნდა XIV საუკუნეში პროფესიულ იტალიურ მუსიკაში როგორც იდილიური შინაარსის სასიმღერო ლირიკული სახე. ადრინდელი მუსიკალური პოეტური მადრიგალი იყო კუპლეტური ფორმის 2-3 ხმიანი ხმიერ-საკრავიერი ნაწარმოები ლირიკულ-სატრფიალო, სახუმარო-ყოფითი ან მითოლოგიური ხასიათის რეფრენით (ჯ. და ფირენცო, ფ. ლანდინო). XVI საუკუნეში მადრიგალი აღორძინდა ლირიკული 4-5 ხმიანი სიმღერის სახით (ა. ვილარტი, კ. ფესტა, პალესტრინა, ო. ლასო) პეტრარკას, ბოკაჩოს, ტასოს ლექსებზე. სრულდებოდა საკრავიერი თანხლების გარეშე. იტალიის გარდა მადრიგალმა პოპულარობა მოიპოვა ინგლისსა და გერმანიაში. სრულყოფილ მადრიგალს ახასიათებს აზრისა და გრძნობის თავისუფლება, გამომსახველობითი ხერხების სიუხვე, თამამი დისონანსები, ქრომატიზმები, რიტმისა და ფაქტურის მკვეთრი კონტრასტები. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მადრიგალი დაუახლოვდა საკონცერტო და დრამატულ ჟანრებს,საფუძვლად დაედო მადრიგალურ კომედიას. XVII საუკუნიდან მადრიგალს ჩამოსცილდა მუსიკა. იგი ქალისადმი მიძღვნილ მცირე ზომის ლექს-ქათინაურად იქცა. ქართულ ლიტერატურაში მადრიგალის ნიმუშია ნიკოლოზ ბარათაშვილის „საყურე“, იოსებ გრიშაშვილის „ელისაბედ ჩერქეზიშვილის საღამო“, „რა კარგი ხარ, რა კარგი“ და სხვა.
მადრიგალი არის საერო ვოკალური მუსიკის ფორმა, რომელიც განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო რენესანსის (XV–XVI საუკუნეები) და ადრეული ბაროკოს (1580–1650) პერიოდებისთვის, თუმცა მოგვიანებითაც გამოიყენეს ზოგიერთმა ევროპელმა კომპოზიტორმა.

1596 წლის ნახატი. ლაუტზე დამკვრელი. მხატვარი - Caravaggio
Lute (ინგლისურად) არის მუსიკალური საკრავი, ქართულად: ლაუტი ან ზოგადად თხზული სიმებიანი საკრავი. ეს არის ძველი ევროპული სიმებიანი ინსტრუმენტი, რომელიც: ჰგავს გიტარას ფორმით, აქვს მსხლისებური კორპუსი, ხშირად აქვს ბევრი სიმი, უკრავენ თითებით (არა პლეექტრით). იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო რენესანსისა და ბაროკოს პერიოდში.
პოლიფონიური მადრიგალი სრულდება ინსტრუმენტული აკომპანიმენტის გარეშე და შეიძლება იყოს 2-დან 8 ხმამდე, თუმცა უმეტესად 3–6 ხმისგან შედგება. მისი სტრუქტურა ხშირად მოიცავს ორ ან სამ ტერცეტს (სამსტრიქონიან ნაწილს), შემდეგ კი ერთ ან ორ წყვილ სტრიქონს.
განსხვავებით სტროფული სიმღერებისა, სადაც ერთსა და იმავე მუსიკას იმეორებენ, მადრიგალი უმეტესად „გადაუმეორებელი“ (through-composed) ფორმისაა — თითოეული სტროფი განსხვავებული მუსიკით სრულდება. კომპოზიტორი ცდილობს გამოხატოს ლექსის თითოეული სტრიქონისა და ცალკეული სიტყვის ემოციები მუსიკით.
გავიხსენოთ ტიციან ტაბიძის ლექსი:
გაჭიანურებული მადრიგალი
ხარ ალესილი, როგორც ხმალი მაჩაბელების,
ხარ ალეწილი, როგორც ვერხვი ტაშისკარისა,
შენი სიმაღლე სიმაღლეა სახრჩობელების
და გადმოხედვა ღვთისმშობელის, ქართლს რომ აღირსა.
მე მესიზმრება ამაღამაც მღვრიე ლიახვი
და მუზარადი გაჭენებულ ათაბაგების.
მტკვარი ასპინძში გადაჩეხილ თათრებს მიახვევს,
მტკვარი თათრების ჯილოებით აღარ დადგება.
სავსეა ისევ საქართველო ღვინის მარნებით
და რაინდები გადადიან ყანწებს ყანწებზე,
ჯერ არ მომკვდარა აქ ვაჟკაცი სხვა დანანებით,
რომ არ ედიდოს საქართველოს უკვდავების მზე.
არ მინდა ვიყო გათანგული, მორცხვი ოსტატი,
რომელიც ხატავს ვარძიაში დედოფლის ფრესკას.
ყველა ბატის ფრთა ძველ პოეტებს მინდა მოვსტაცო,
სირცხვილი არის იქ ბატის ფრთა, თუ ხმალი რეკავს.
უკანასკნელი დარჩი ქართლის შენ დედოფალი
და თუ გვირგვინი უფრთოობით თავზე დაგატყდა,
ჩემი გულიდან სხვა გვირგვინი გამოითალე -
ეს ჰიპერბოლა ბევრ პოეტებს დასტოვებს სახტად.
და კიდევ, არსებობს: გარგარი "მადრიგალი". კანის ფერი: ნარინჯი-წითელი, ტრაქტორი "მადრიგალი",
საბჭოთა დროს ბევრისთვის საოცნებო მისაღები ოთახის რუმინული ავეჯი: "მადრიგალი."ასევე იტალიური ღვინო "მადრიგალი", რომელიც იდეალურია ლურჯ ყველთან ან შავ შოკოლადთან ერთად.