ნანა ჯანაშია / Nana Janashia
(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა)
2026 წლის 6 ივლისს დიდი ბრიტანეთის დედოფალი კამილა ეწვია ეშდაუნის ტყეს და გოჭუნას სახლს (Piglet’s House), რათა აღენიშნა ა. ა. მილნის „ვინი პუჰის“ - კეთილი, გულუბრყვილო და თაფლის მოყვარული დათუნიას, პირველი წიგნის გამოქვეყნებიდან 100 წლისთავი.
ეშდაუნის ტყე (Ashdown Forest) არის უძველესი და ულამაზესი ნაკრძალი აღმოსავლეთ სასექსში (ინგლისი). ის ყველაზე მეტად ცნობილია როგორც ა.ა. მილნის ზღაპრების, „ვინი პუჰის“ ჯადოსნური ტყის შთაგონების წყარო. მწერალი ტყის სიახლოვეს მდებარე სოფელ ჰართფილდში (Hartfield) დასახლდა და წიგნის ილუსტრატორთან ერთად ტყის პეიზაჟები უკვდავყო.

ეშდაუნის 100 აკრიანი (40 ჰექტარი) ტყის სიღრმეში, დედოფალმა კამილამ ბავშვებთან ერთად ითამაშა „პუჰის ჩხირობანა"(Poohsticks) იმავე ხიდზე, სადაც ნაწარმოების ავტორი ა. ა. მილნი თავის ვაჟთან, კრისტოფერ რობინთან, ამ თამაშს თამაშობდა. როგორც სამეფო ლიტერატურული ფონდის (Royal Literary Fund) მფარველი, მისი უდიდებულესობა ეშდაუნის ტყეს იმ მიზნით ესტუმრა, რომ აღნიშნოს „ვინი პუჰის“ პირველი წიგნის გამოცემიდან 100 წლის იუბილე. წიგნი პირველად 1926 წელს გამოიცა.
ეშდაუნის ჯადოსნურ ტყეს 2019 წლის 28 აპრილს ღამით ცეცხლი წაეკიდა და BBC-ის ცნობით 20 ჰექტარზე გავრცელდა. ახლა კი - ზეიმია და ვუერთდებით ჩვენც, რადგან ბავშვობიდან გვიყვარს კეთილი, გულუბრყვილო და თაფლის მოყვარული დათუნია. ფოტოები წარმოადგენს სამეფო ოჯახის fb გვერდის კუთვნილებას.