ჰოლანდიური საფოსტო ყუთი ამერიკული Windmill Island Gardens-იდან

ჰოლანდიური საფოსტო ყუთი ამერიკული Windmill Island Gardens-იდან

10.09.2026

ნანა აკაკის ას. ჯანაშია / Nana (Akaki) Janashia

ფოტოზე გამოსახულია Holland, Michigan-ში, Windmill Island Gardens-ში განთავსებული ჰოლანდიური საფოსტო ყუთი -Brievenbus. წყაროები მას პირდაპირ „authentic Dutch mailbox"-ად აღწერენ და, როგორც ცნობილია, დღესაც მოქმედ საფოსტო ყუთად გამოიყენება.

თავად Windmill Island Gardens 1965 წელს გაიხსნა, ეს საფოსტო ყუთი ნიდერლანდებიდან არის ჩამოტანილი.

მისი გარეგნობისა და დიზაინის მიხედვით, სავარაუდოდ, ეს საფოსტო ყუთი 1900-იანი წლების დასაწყისის მოდელია.

ძველი, ჰოლანდიური წითელი ქუჩის საფოსტო ყუთები ნიდერლანდებში დაახლოებით 1914 წლიდან გახდა ოფიციალური სტანდარტი. მანამდე საფოსტო ყუთები ძირითადად მუქი მწვანე ან ბრინჯაოსფერი იყო. ფერის ცვლილება 1900-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, ხოლო 1914 წელს წითელი ფერი საბოლოოდ დამკვიდრდა.

ნიდერლანდებში ქუჩის საფოსტო ყუთები პირველად 1850 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად ისინი მუქი მწვანე ან ბრინჯაოსფერი იყო. დაახლოებით 1905-1910 წლებში სხვადასხვა ფერის გამოყენებაზე ექსპერიმენტები დაიწყეს, ხოლო 1909 წლიდან უკვე გვხვდება წითელი საფოსტო ყუთების გარკვეული მოდელები.

1914 წელი - წითელი ოფიციალურად ხდება საფოსტო ყუთების სტანდარტული ფერი.

1960-1962 წლები - ჩნდება ცნობილი ორმაგი („tweeling“) მოდელი.

1981 წლიდან ამ ორმაგი მოდელის ნაცრისფერი წინა ნაწილი უკვე მთლიანად წითელი ხდება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge