ჰოლანდიური პარკი ამერიკაში - Windmill Island Gardens

ჰოლანდიური პარკი ამერიკაში - Windmill Island Gardens

10.09.2026

ნანა აკაკის ას. ჯანაშია / Nana (Akaki) Janashia

Windmill Island Gardens მდებარეობს Holland, Michigan-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქის ცენტრთან, 36-აკრიან ტერიტორიაზე. ეს არის დიდი პარკი, ისტორიული და კულტურული ტურისტული ადგილი, რომელიც სპეციალურად ჰოლანდიური მემკვიდრეობის წარმოსაჩენად შეიქმნა.Windmill Island Gardens-ის მთავარი ღირსშესანიშნაობაა უზარმაზარი ისტორიული ჰოლანდიური ქარის წისქვილი - De Zwaan („გედი“).De Zwaan ჩვეულებრივი ამერიკული დეკორაცია არ არის. De Zwaan ნამდვილი ჰოლანდიური წისქვილია, რომელიც ნიდერლანდებიდან ჩამოიტანეს. წისქვილი თავდაპირველად იდგა Vinkel-ში, Noord-Brabant-ის პროვინციაში. მისი ძირითადი კონსტრუქცია 1884 წელს შეიქმნა, თუმცა მასში უფრო ძველი, XIX საუკუნის დასაწყისის ნაწილებიც არის გამოყენებული. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წისქვილი დაზიანდა და შემდეგ ჰოლანდიაში მისი აღდგენის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. 1964 წელს ჰოლანდიის ხელისუფლებამ განსაკუთრებული ნებართვა გასცა მის აშშ-ში გადატანაზე. წისქვილი დაშალეს, ატლანტიკის გადაღმა გადაიტანეს და 1964 წლის ზამთარში მიჩიგანში ხელახლა ააწყვეს.Windmill Island Gardens ოფიციალურად 1965 წელს გაიხსნა. გახსნის წელს პარკს დაახლოებით 117,000 ადამიანი ეწვია. დღეს De Zwaan კვლავ მოქმედი წისქვილია - მას შეუძლია მარცვლეულის ფქვილად დაფქვა. ის დაახლოებით 38 მ სიმაღლისაა ფრთების წვერამდე.

Holland, Michigan 1847 წელს დააარსეს ჰოლანდიელმა ემიგრანტებმა, რომელთა შორის იყო სასულიერო პირი Albertus van Raalte. მომდევნო ათწლეულებში დასავლეთ მიჩიგანში ათასობით ჰოლანდიელი ჩამოვიდა. ამიტომ ქალაქში დღემდე ძალიან ძლიერია ნიდერლანდების კულტურული მემკვიდრეობა. Windmill Island-ის იდეა სწორედ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურებოდა. 1960-იან წლებში ქალაქის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ ნამდვილი ჰოლანდიური წისქვილის ჩამოტანით ქალაქისთვის განსაკუთრებული სიმბოლო შეექმნათ. პარკში მხოლოდ წისქვილი არ არის, აქ ჰოლანდიური კულტურის სხვა ელემენტებიცაა:

ალექსანდრე და წისქვილი

ტიტების ბაღები - გაზაფხულზე დაახლოებით 150,000 ტიტა ყვავის;

ფანჩატური

ძველი ჰოლანდიური საბავშვო კარუსელი;

ანა კარუსელ

 

ამსტერდამის ისტორიული ქუჩის ორღანი;

Little Netherlands - პატარა მასშტაბის ისტორიული ჰოლანდიური სოფლის/ცხოვრების რეკონსტრუქცია;

სახლები

ჰოლანდიური სტილის ხიდები და არხები;

ხიდზე

ჰოლანდიური არქიტექტურის მიხედვით შექმნილი რამდენიმე რეპლიკა-ნაგებობა;

სახპატარძ

მოქმედი საფოსტო ყუთი - working mailbox.

yuTTan

Windmill Island-ის ოფიციალურ აღწერაში პირდაპირ არის ნახსენები „a working mailbox“, ანუ პარკში არსებული საფოსტო ყუთი უბრალოდ დეკორაცია არ არის - ის პარკის ჰოლანდიური თემატიკის ერთ-ერთი ელემენტია. De Zwaan-ს ხშირად უწოდებენ ერთადერთ ნამდვილ მოქმედ ჰოლანდიურ ქარის წისქვილს აშშ-ში და ასევე აღნიშნავენ, რომ ის იყო ბოლო წისქვილი, რომელსაც ნიდერლანდებიდან ქვეყნის დატოვების ნებართვა მისცეს. ამიტომ, Windmill Island Gardens-ის ისტორია რეალურად არის არა უბრალოდ „ამერიკაში გაკეთებული ჰოლანდიური სოფელი“, არამედ ჰოლანდიიდან რეალურად ჩამოტანილი ისტორიული ნივთებისა და ტრადიციების ერთგვარი კოლექცია.

gogojeniferi500karusbwebo

mewisqaliRimila mewisqmewisqvilesTan

yvela

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge