9 მაისს ბორჯომის ქუჩები სტალინს სიყვარულში გამოუტყდნენ. არა მხოლოდ მას, საბჭოთა კავშირსაც და ამის დასტურად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშებით და სტალინის სურათებით მორთეს რუსული წარმოების მანქანები. აი, ასე იზეიმეს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი. იმედია, ორგანიზატორები, 8 აგვისტოსაც გამართავენ მსგავს აქციას და სტალინის სურათის ნაცვლად, რუსულ ნეოფაშიზმს შეწირული ქართველი ვაჟკაცების ფოტოებით გამოვლენ ბორჯომის ქუჩებში.