საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თბილისშია

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თბილისშია

13.05.2014

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრები ბაქოსა და ერევანში. ამჟამად ის თბილისშია და კავკასიურ ტურნეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ასრულებს. საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანგულ დელეგაციასთან ერთად თბილისს დღესვე დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოლანდმა განაცხადა: „2008 წელს, საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო და ყველაფერი გააკეთა ომის შესაჩერებლად, მაგრამ ვნახეთ, რომ საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთს მიაჩნია, რომ შეუძლია, გამოიყენოს ყველა საშუალება ვითარების დესტაბილიზაციისა და ტერიტორიული სარგებლის მისაღებად. სწორედ, ამას ვგმობთ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მკაცრი პოზიცია უნდა გვქონდეს რუსეთის მიმართ და სანქციები უფრო გამკაცრდება თუ არჩევნები უკრაინაში არ ჩატარდება“

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge