43 წლის ქართველი მილიარდერი კიევიდან

43 წლის ქართველი მილიარდერი კიევიდან

14.05.2014

ლევან  (ლევ) ფარცხალაძე თბილისში დაიბადა. კიევში  ის 1986 წლიდან ცხოვრობს. იქ მიიღო უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით. 1994 წლიდან შეუდგა კომერციულ საქმიანობას. დეველოპერული კომპანია "XXI საუკუნე" მას ეკუთვნის. არის უკრაინის დამსახურებული ეკონომისტი და კიევის საბჭოს დეპუტატი. 2008 წელს ბიზნესმენის ქონება 510 მილიონს, მისი კომპანიის პროექტების პორტფელი კი 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამჟამად, ფირცხალაძის გვარი უკრაინაში მოღვაწე 50 ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა სიაში ფიგურირებს. ჰყავს მშობლები და სამი შვილი. ორივეჯერ უკრაინელ მოდელზე იყო დაქორწინებული. უყვარს ჩოგბურთი, ჭადრაკი, ფეხბურთი და ინტერნეტი. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge