ქვემოთ კი გთავაზობთ ვაშლის ნამცხვრის თბილისურ რეცეპტს:
1.წინასწარ მომაზადეთ ვაშლის ხილფაფა: 2 კგ ვაშლი გათალეთ, გულები ამოაჭერით, დაჭრით და სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ. ცოტა წყალი დაასხით დ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ ჩაიშლამდე. 2-3 ს.კ შაქარი დაუმატეთ და გააგრილეთ.
2.კვერცხი და 400 გრ. შაქარი ათქვიფეთ. დაუმატეთ მწიკვი მარილი , ვანილი, 150გრ. არაჟანი, 250გრ გამდნარი კარაქი, 1ჩ.კ. სოდა ძმრით. ფქვილი რამდენსაც შეიზელს. ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს.
3. 5 ს.კ ცომი ცალკე გადადეთ მოსართავად.
4. შემთბარ თუნუქის ყალიბს ცხიმი წაუსვით და ცომი გაშალეთ . ზემოდან ხილფაფა ისე გადაანაწილეთ, რომ ცომის გვერდები ოდნავ მოჩანდეს.
5. ცალკე გადაღებული ცომი ფქვილში კარგად მოზილეთ გამკვრივებამდე. ორად გაყავით და თითოეულისგან ხუთი სხვადასხვა ზომის გრძელი და ბრტყელი ფირფიტა დაამზადეთ. ამ ფირფიტებით ხილფაფის ზემოდან „ღობე“ გააკეთეთ, აირღუმელში ერთი საათის განმავლობაში აცხვეთ.