მორაგბე მამუკა გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა

მორაგბე მამუკა გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა

15.05.2014

7 ივნისს სამხრეთ აფრიკის ნაკრები კეიპთაუნში მსოფლიოს ნაკრებს უმასპინძლებს. მთავარმა მწვრთნელმა სამხრეთაფრიკელმა ნიკ მალეტმა,  პლანეტის საუკეთესო მორაგბეების სია გამოაქვეყნა.
მალეტის რჩეულთა შორისაა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელიც წლეულს, ისევე, როგორც აქამდე, შესანიშნავ სეზონს ატარებს. მას საქართველოს ნაკრებში 51 მატჩი აქვს გამართული.
"ის მოთამაშეები, რომლებიც ამ მატჩისთვის შევარჩიე, არა მარტო გამოცდილები არიან, არამედ ამჟამადაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მოუთმენლად ველი, როცა ყველა ამ ნიჭიერ მორაგბეს თავს მოვუყრი. ვფიქრობ, მათთან საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება.
წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის. დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი "ბოკეს" სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს" - თქვა ნიკ მალეტმა.. 


ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge