ამერიკისმცოდნეობის მე-15 საერთაშორისო კონფერენციას ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრო

ამერიკისმცოდნეობის მე-15 საერთაშორისო კონფერენციას ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრო

15.05.2014

დღეს, თსუ-ში   ამერიკამცოდნეობის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ:  რიჩარდ ნორლანდი, ამერიის ელჩი საქართველოში; ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი, თსუ რექტორი; ვასილ კაჭარავა, პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი; ელენე მეძმარიაშვილი,  პროფესორი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი.

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა მოხსენებები, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ლათინური ამერიკისა და კანადის ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლების, რელიგიის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის, ამერიკაში ქართული იმიგრაციისა და სხვ. საკითხებზე. კონფერენციის მიზანია ამერიკისმცოდნეობის პროფესიულ დონეზე შესწავლის შედეგების წარმოჩენა და მიღებული ცოდნის გავრცელება საქართველოს საზოგადოების აკადემიურ და ფართო წრეებში, ასევე ქართველ ამერკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge