რომან გოცირიძე: გამოქვეყნდა მორიგი ინფორმაცია არჩევნებში პარტიებისთვის გაღებული შემოწირულობების შესახებ. მმართველ პარტიას კვლავ მილიონები, ოპზიციურებს -თითქმის ნული. ( ჩუმად ალბათ ვიღაცეები მაინც აძლევენ ფულს)!
რატომ არ მოუწოდებს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ბიზნესს, რომ არჩევნების დაფინანსება კანონის ფარგლებში არის უსაფრთხო და კეთილშობილური საქმე?
რატომ გრძელდება ცრუ დამფინანსებლების სახელზე თანხების გაფორმება ? რატომ ეშინია ბიზნესს?
საქართველოში არის საარჩევნო(პოლიტიკური ) კორუფცია და ასეთი არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი და დემოკრატიული.