ჰენრი კუპრაშვილი: ვაჰ, დედი თქვენსა ყოვებო...
ჩვენს ეზოში (ნუცუბიძის მე–4 მ/რ, კორპ.11) უკვე კაგა ხანია 90–იანი წლები დაბრუნდა. ნარკომანება და კრიმინალებმა კვლავ მოიპოვეს ახალგაზრდებზე გავლენა და „ავტორიტეტი“. ყოველდღე და ყოველ ღამე ეზოში ე.წ. „ბესედკაში“ იკრიბებიან, არის ერთი ღრიანაცელი, გინება, ცემა–ტყეპა, მაცხოვრებლებისათვის არც ძილია, არც მოსვენება, თითქმის ყოველდღე იძახებენ პოლიციას, მაგრამ არავითარი შედეგი. ხალხი უკვე ძველებურად „ჩასვრილი“ დადის, აღარ ააქვთ აღარაფრის იმედი.
17 მაისს საღამოს ვარჯიშიდან დავბრუნდი, ჩემ გარაჟში მანქანა, რომ დავაყენე შემომიცვივდნენ და დამიწყეს გარჩევები სრულიად უმიზეზოდ, რომ თითქოს მე ვუჩიოდი მათ და „ბესედკის“ აღებას ვითხოვდი. ახლახან ციხიდან გამოსულმა ვინმე გიორგი ფოფხაძემ, იგივე „პელემ“ დამიწყო გინება, მუშტებისა და ფეხების რტყმევა. დანარჩენები გაშველების მაგივრად მე მაკავებდნენ. ზურგზე ვიღაც (უფრო „პელე“) კბილებით ჩამაფრინდა და ხორცი ამომაჭამა. შემდეგ მოვიდა პოლიცია და სასწრაფო. წამიყვანეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ექიმებმა ისიც მითხრეს, რომ ნარკომანის ნაკბენი საშიში ყოფილა, აუცილებელია შრატის გაკეთება და სისიხლის ანალიზების აღებაო.
ასე მომილოცეს ჩემი უბნის ნარკომანებმა და კრიმინალებმა 4 მაისს მსოფლიო რბენაში წარმატება (ქართველებში, ჩემ ასაკობრივ ჯგუფში, თუ არ ჩავთვლით რუსეთის სახელით მოასპარეზე ალფრედ გერცვოლფს, პირველი ადგილის დაკავება), მანამდე, მარტში ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გასვლა, შარშან ბოსფორის სრუტის გადაცურვა და სხვ. ეტყობა ძალიან ცუდ მაგალითს ვიძლევი...
P.S.
ორ კვირაში უკრაინის ტელევიზია უნდა ჩამოვიდეს სიუჟეტის გაკეთება უნდა, როგორ ვეჩვენო და რა ვუთხრა... ორშაბათს გოგი დოლიძის 80 წლის იუბილეა მარჯანიშვილის თეატრში,