ერთი კვირის წინ ამერიკის საელჩოს გვერდზე კონკურსი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი კახა კოტაშვილი გახდა. კონკურსის პრიზი, ბრეიქ დენსის გაკვეთილი BBoy Pioneer-ისგან კახამ სკოლის მოსწავლეებს გაუნაწილა.
ამერიკის საელჩო მადლობას უხდის რობის (BBoy Pioneer-ს) და მის მეგობრებს არაჩვეულებრივი სემინარისთვის.